უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის ინფორმაციით, ქალაქ ოდესაში რუსი სამხედროების დაბომბვების შედეგად მინიმუმ, 5 ადამიანი დაიღუპა, 18 კი დაშავდა.
მისივე ცნობით, დაღუპულთა შორის არის 3 თვის ბავშვი. როგორც ერმაკი ტელეგრამ არხის მეშვეობით იტყობინება, დაღუპულთა რიცხვი სავარაუდოდ გაიზრდება.
“დაღუპულთა შორის იყო სამი თვის ბავშვი. ბავშვი, რომელსაც პირველი აღდგომა მშობლებთან ერთად უნდა აღენიშნა.
არაფერი წმინდა. აბსოლუტურად.
ბოროტება დაისჯება”,- წერს ერმაკი ტელეგრამზე.