რამდენიმე წუთის წინ ოზურგეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე “მერსედესის” მარკის მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.
ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან ყველა მგზავრმა გადმოსვლა მოასწრო.
როგორც თვითმხილველებმა “გურიის მოამბეს” უთხრეს, ქალაქ ოზურგეთში, გმირთა მოედანზე მყოფ ავტომანქანას ცეცხლი მაშინ გაუჩნდა როცა მასში მყოფები თბილისიდან მომავალ სამარშრუტო ტაქსს ელოდებოდნენ.
ავტომანქანაში სამი მგზავრი – ცოლქმარი და მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდნენ.
ერთერთმა მათგანმა შეძლო იქვე საპატრულო პოლიციაში მისვლა და სახანძრის გამოძახება.
მგზავრები არ დაშავებულა მანქანის მნიშვნელოვანი ნაწილი კი დაიწვა.
ადგილზე ახლა საპატრულო პოლიცია და სახანძრო ბრიგადა იმყოფება.