ხმაური და დაპირისპირება იყო დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, კახა ასკურავამ მერიაში ხელფასების მატება გააპროტესტა. ასკურავას თქმით საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება არ დაწყებულა და ის მალულად შემოვიდა წარმომადგენლობით ორგანოში. საუბარია მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა ანაზღაურების გაზრდაზე:
“მერიაში ხელფასების მატება იყო აბსოლუტურად უკანონო. მათ დაარღვიეს ყველა ადმინისტრაციული წესი და პირდაპირ საკრებულოს სხდომაზე შემოაგდეს ეს საკითხი. საზოგადოებას, მათ შორის მათ ელექტორატში აქვთ ძალიან ცუდი დამოკიდებულება ამ ხელფასების მატებასთან დაკავშირებით. იმატებენ, იმატებენ, მაგრამ ჩვენ შევთავაზეთ, რომ რადგან მოდის ხვნა-თესვის პერიოდი და საწვავის ფასი 3 ლარზე ზევითაა, 400 000 ლარი გამოდის ექვსი თვის ხელფასი, ეს გაგვეჩერებია, მიგვემართა საწვავის ფასებზე და ყველაზე შეჭირვებული ფენისთვის, რომელიც არის 65 ათას ქულაზე ქვემოთ, მიგვეცა ვაუჩერის სახით. ამით გაკეთდებოდა ის, რომ დაახლოებით სამი ათასი კაცისთვის, რომელიც თვეში იღებს 60 ლარს, დახმარების სახით, დავეხმარებოდით მიწების დამუშავებაში. ამის შეღავათი გაკეთდებოდა. მაგრამ პასუხი ნახეთ??? ესენი უბრალოდ ამ რაიონის პრობლემებს არ იცნობენ და არც აინტერესებთ”- განაცხადა დეპუტატმა ენმ-დან, კახა ასკურავამ.
მერიაში ხელფასების მატებას ასევე მხარი არ დაუჭირეს პარტია ,, საქართველოსთვის” და პოლიტიკური გაერთიანება ,, ლელოს” წარმომადგენლებმა საკრებულოში.
”არა ერთხელ მითქვამს, რომ იმის ფონზე, როცა ისედაც სოლიდური ხელფასები ჰქონდათ, კიდე გაიზარდონ დაფინანსება, თან იმ დროს, როცა 180 და 200 ლარიანი ხელფასებით ჰყავთ დასაქმებული ხალხი აიპიებში. მაშინ ამათაც მოუმატონ. ძალიან უხერხულია”-აღნიშნა საკრებულოს წევრმა პარტია “ლელოდან”, გოჩა ჯანაშიამ.
ოპოზიციის განცხადებით იმ ეკონომიკური კრიზისის და მოსახლეობის უკიდურესი გაჭირვების ფონზე, რაც ლანჩხუთში ხდება, თანამდებობის პირთა მხრიდან საკუთარი ხელფასების ზრდა უკიდურესად აღმაშფოთებელი და სამარცხვინო საქციელია. ოპონენტების კრიტიკას მმართველი გუნდის წევრები კი ასე პასუხობენ:
”ნამდვილად არასწორი ინფორმაცია აქვთ, რომ თითქოს ადმინისტრაციული წარმოება არ დაწყებულა ამ საქმეზე, ეს კანონის შესაბამისად მოხდა. რაც შეეხება სოციალურად დაუცველთა ხელშეწყობას, როცა ესენი იყვნენ ხელისუფლებაში, ანუ 2009, 10, 11 და მაშინ შემომქონდა ასეთი საკითხები, მაშინ არ აწუხებდათ სოციალურად დაუცველები და ამაზე ვთქვი, რომ ეს არის სასაცილო-მეთქი. მაშინ მეც საკრებულოს დეპუტატი ვიყავი და აღარ ვაპირებ ამ თემაზე საუბარს. ჩვენ მაგათზე მეტად შეგვტკივა გული ამ სოციალურად დაუცველებსე რა “-აღნიშნა ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ჩახვაძემ.
ცნობისთვის, დღეს საკრებულოს სხდომაზე დამტკიცებული სახელფასო სარგოების მიხედვით, თანამდებობის პირთა ხელფასები ასე გამოიყურება:
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდე სარიშვილი თვეში 5060 ლარს მიიღებს. მერის პირველი მოადგილე, ბიძინა იმნაიშივილი 3 850 ლარს. მერის მოადგილე, ეკა გუჯაბიძე 3 520 ლარს. საკრებულოს თავჯდომარე, ბესიკ ტაბიძის ხელფასი 4 510 ლარი იქნება.
საკრებულოს თავჯდომრის პირველი მოადგილის ემზარ თედორაძის ანაზღაურება 3 410 ლარი. თავჯდომრის მეორე მოადგილეები, გიორგი ჩახვაძე და ვერიკო კვირკველია 2 970-2 970 ლარს.
საკრებულოს “ქართული ოცნების” ფრაქციის თავჯდომარე, ია მოქია ხელფასის სახით მიიღებს 2 200 ლარს, მისი ექვსი მოადგილიდან თითოეული კი 1 760 ლარს.
საკრებულოს ხუთი კომისიის თავჯდომარე ზაზა წულაძე, გიორგი ხელაძე, ალექსანდრე მახათაძე, კარლო კვიტაიშვილი და გიორგი იმნაიშვილი. ხელფასის სახით მიიღებენ ყოველთვიურად მიიღებენ 2 420-2 420 ლარს.
საერთო ჯამში, საკრებულოს 16 მაღალი თანამდებობის პირი ხელფასის სახით აიღებს 1, 858, 560 ლარს.