მარიუპოლში ორი მსახიობი გოგონა დაიღუპა

მარიუპოლში ორი გოგონა დაიღუპა, ორი პატარა მსახიობი: ელიზავეტა და სონია, – ამის შესახებ ინფორმაციას მარიუპოლის მერის მრჩეველზე პეტრო ანდრიუშჩენკოზე დაყრდნობით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

„ორივე მათგანმა მარიუპოლის თეატრში, სპექტაკლში „ნარნიის ქრონიკები: ლომი, ჯადოქარი და ჯადოსნური კარადა“ ლუსის როლი ითამაშეს“, – აღნიშნულია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პოსტში არ არის დაკონკრეტებული თუ როგორ მოკლეს ბავშვები.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share