„ქართული ოცნების“ წევრი ლადო კახაძე აცხადებს, რომ 24 თებერვალს რუსთაველის გამზირზე გასამართ აქციაზე წავიდოდა, მაგრამ ამაში ხელი ავადმყოფობამ შეუშალა.
კახაძის თქმით, როდესაც აქციაზე პოლიტიკური განცხადებების გაკეთება დაიწყეს გამომსვლელებმა, რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა ხალხმა ეს გააპროტესტა.
ამ ნაწილში, სადაც დედამიწის ბედი წყდება, კეთილსა და ბოროტს შორის უკრაინა კეთილის მხარეს არის და საქართველო ამ კეთილის დამცველია და მუდამ ასე იქნება. ბოროტი ძალა, რომელიც დედამიწას ემუქრება, რუსეთია, რომელიც შინაგანი სამყაროთი მტარვალია, რომელიც მასზე უკეთესსა და წარმატებულ ქვეყანას ვერ იტანს და ემუქრება მსოფლიოს. მხოლოდ ერთადერთი რამე, რაც მე გავიგონე აქციაზე, ჩართული მქონდა ტელევიზორი და ვუსმენდი, როგორც კი პოლიტიკური განცხადებები დაიწყო სტვენა იყო ქვევით და ძალიან კარგი.
ვენაცვალე ყველა იმ ხალხს, რომელიც პოლიტიკური ანგაჟირებისთვის კი არ იყო იქ მისული, იყო უკრაინის მხარდასაჭერად. დიახ, ის წერილი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ მისწერა უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეს, ის კლიჩკოს გამოსვლაც, რომელმაც თქვა, რომ აი, ქართველები ასე დგანან და ყველა ის, რომელიც მეორე ფრონტს ლობირებას, მაშინ აქ ადგილი არ ექნებოდათ უკრაინელებს, აქ იქნებოდა მეორე უკრაინა და თავს ვერ შეაფარებდნენ და ვერც გადარჩებოდნენ“, – თქვა დეპუტატმა.
კახაძის თქმით, ქართველი თავისი შეგნებული ცხოვრების ნაწილში უკრაინელიცაა.
„ქართველი ვინც არ უნდა იყოს, თავისი შეგნებული ცხოვრების ნაწილში უკრაინელიცაა – სხვანაირად ვერ გაიგებ რა არის ავადმყოფობა. დღეს დედამიწას ერთადერთი ქვეყანა უქადის ავადმყოფობას. უნდა გვაღველვებდეს, რომ ქვეყანას, რომელსაც გაეროში ვეტოს უფლება აქვს, ის არის თვითონ აგრესორი ამაზე უნდა იყოს ლაპარაკი, დედამიწა ჭკუას უნდა მოეგოს. ყველა ქართველი, იქნება ეს ექიმი, ჟურნალისტი, იურისტი, ეს იქნება სამხედრო მოღვაწერ და ა.შ. გულით და სულით უკრაინაზე ფიქრობს, რომ ქვეყანა კარგად იყოს და თავისი პატარა შესაძლებლობებით უკრაინას დაეხმაროს და საქართველოს ხელისუფალი თავს უყრის ამ პოტენციალს“, – აღნიშნა კახაძემ.
ამავდროულად, დეპუტატი ამბობს, რომ გულდასაწყვეტი და ყველა ზღვარს გადასულია, რაც უკრაინის ხელისუფლებამ და პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა გააკეთა.
„საერთაშორისო სამართლით დევნილი ადამიანები, რომლებიც არ იმსახურებენ საზოგადოებრივ წარმატებულ თანამდებობაზე ყოფნას, იქ ჰყავთ დასაქმებულები და ჩვენს წინააღმდეგ რევოლუციის მოსახდენად, ეს ყველა ქართველს სტკენს გულს. რას ჰგავდა კასიანოვის განცხადება? როგორ შეიძლება ასეთი პროვოკატორის აქ ყოფნა. კასიანოვმა განაცხადა შოიგუს დაკრულზე ცეკვავენ ქართველებიო. კასიანოვი პროვოკატორია. პოლიტიკური დავალებაა ეს და ეს არის ცოდვა. ელჩი, რომელიც ასეთ განცხადებებს არ აკეთებდა, ის გაიწვიეს“, – აღნიშნა კახაძემ.
ცნობისთვის, 24 თებერვალს პარლამენტის წინ უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქცია ქართულ და უკრაინულ ენებზე მიმდინარეობდა.