არავინ არ უნდა დაემორჩილოს ამ კანონს, მიუღებელია, არალეგიტიმურია – ლომჯარია „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე

ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით,  საზოგადოებამ სრული  ბოიკოტი უნდა გმოუცხადოს „ხალხის ძალის“ კანონპროექტს.

მისი თქმით, საქართველოში ამ კანონის მიღებას რეპრესიები მოჰყვება.

„ყველაზე საშინელ წარმოდგენებშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემ ქვეყანაში, 21-ე საუკუნეში, აი ამ  ვითარებაში, როდესაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და ის საყოველთაოდ არის აღიარებული, როგორც აგრესორი ქვეყანა და სძულთ, როგორც შავი ჭირი, ასეთ დროს გადაწყვეტდა, მიებაძა რუსეთისთვის და შემოეღო ისეთი კანონები, რაც საქართველოს დაამსგავსებს და გახდის რუსეთში არსებული რეჟიმის მსგავს ქვეყნად.

ეს არის დემოკრატიის პრინციპებთან შეუსაბამო კანონი. ეს არის კანონი, რომლის მიღების შემთხვევაში ჩვენთან გაფორმდება ავტორიტარიზმი. ამ კანიონის მიღება ეწინააღმდეგება და არღვევს საქართველოს კონსტიტუციას. ეს არის ანტიდემოკრატიული კანონი. ეს არის ანტიკონსტიტუციური კანონი. ამ კანონის მიღებას მოჰყვება რეპრესიები. არავინ არ უნდა დაემორჩილოს ამ კანონს, რომელიც არის არალეგიტიმური“, – აცხადებს ლომჯარია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share