ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, საზოგადოებამ სრული ბოიკოტი უნდა გმოუცხადოს „ხალხის ძალის“ კანონპროექტს.
მისი თქმით, საქართველოში ამ კანონის მიღებას რეპრესიები მოჰყვება.
ეს არის დემოკრატიის პრინციპებთან შეუსაბამო კანონი. ეს არის კანონი, რომლის მიღების შემთხვევაში ჩვენთან გაფორმდება ავტორიტარიზმი. ამ კანიონის მიღება ეწინააღმდეგება და არღვევს საქართველოს კონსტიტუციას. ეს არის ანტიდემოკრატიული კანონი. ეს არის ანტიკონსტიტუციური კანონი. ამ კანონის მიღებას მოჰყვება რეპრესიები. არავინ არ უნდა დაემორჩილოს ამ კანონს, რომელიც არის არალეგიტიმური“, – აცხადებს ლომჯარია.