ექსპერტი დავით მელუა
უცხო ქვეყნის აგენტების კანონპროეტზე უნდა ითქვას, რომ იგი დაფუძნებულია სამ ტყუილზე. კერძოდ:
ტყუილი I – ეს კანონი საჭიროა გამჭვირვალობისთვის, სახელმწიფომ რომ იცოდეს ვინ ხარჯავს ფულს საქართველოში და რისთვის. “ვინმე შეიძლება იყოს გამჭვირვალობის და საჯაროობის წინაღმდეგი?!” ისმის კითხვა-ლოზუნგი. რატომ არის ეს კითხვა ტყუილი და მანიპულაცია. საქმე ისაა, რომ ნებისმიერი დაფინანსება (გინდ მთავრობაზე გაცემული, გინდ სამოქალაქო სექტორზე) რეგულირდება სახელმწიფოთაშორის შეთანხმებით. USAID-ი (და ნებისმიერი ამერიკული დონორი ორგანიზაცია) საქართველოში ჩემოდნებით კი არ არიგებს ფულებს (როგორც ამას რუსეთი აკეთებს) არამედ ეს ფინანსური დახმარება არის მთავრობათა შორის შეთანხმების საგანი. მაგალთად, აშშ მთავრობასა და საქართველოს შორის არის ურთიერთგაგების მემორანდუმი (ხელმოწერილია 2001 წელს) რომლის საფუძველზეც საქართველოში მუშაობს USAID და სხვა ამერიკული დონორები. ამ ხელშეკრულების მუხლი 3.2 განსაზღვრავს, რომ ამერიკელი ხალხის მიერ საქართველოსთვს გაწეული დახმარება შეიძლება გადაეცეს არასახელმწიფო ორგანიზაციებსაც. იმავე შეთანხმების მუხლი 3.7 ადგენს ამ დახმარების გამჭირვალობის და საჯაროობის ინსტრუმენტებს. ასეთივე შეთანხმება (პარტიორობის და თანაშრომლობის შესახებ) გაფორმებული იყო ევროკავშირთან, რომელიც აღმოსავლეთ პარტიორობის შეთანხმებამ და შედეგ ასოცირების ხელშეკრულებამ ჩაანაცვლა. გერმანიის მთავრობასთანაც არის ასეთი შეთანხმება, სადაც ასევეა ჩადებული გამჭრვალობის მექანიზემები. სწორედ ასეთი შეთანხმებაა ყველა დასავლელ დონორთან, გაეროს განვითარების პროგრამის ჩათვლით. ის კი არა, ფონდი ღია საზოგადოება საქართველო-ც (ე.წ. “სოროსის ფონდი”) სწორედ ასეთ მემორანდუმზეა დაფუძნებლი (თუ სწორად მახსოვს 1997 წელს მოეწერა ხელი). ბოლო ასეთი მემორანდუმი გაფორმდა დიდი ბრიტანეთსა და ჩრდილო ირლანდიასთან (“ბრექსიტის” შემდეგ) 2021 წელს. ამ შეთანხმებაში არის სპეციალერი მუხლი თანხების ხარჯვის გამჭვირვალობისა და საჯაროობის შესახებ. როგორ ხორციელდება ეს გამჭვირვალობა და საჯაროობა? საქართველოს მთავრობას კი არა საქართველოს ნებისმერ მოქალაქეს შეუძლა შევიდეს შემოსავლების სამსახურის შესაბამის რეესტრში (შერავათებით მოსარგებლეთა) სადაც არათუ ცალკეული ორგანიზაცია, არამედ დონორების მერ დაფინანებული თითეული პროქტია ნაჩვენები, თავისი ბუჯეტით და ვადებით. შეგიძლიათ შეიყვანოთ ნებისმიერი ორგანზაციის საინდეტიფიკაციო კოდი და ნახავთ ამ ორგანიზაციის მიმდინარე თუ განხორცილებულ ყველა გრანტს თავისი ბიუჯეტებით. კარგი, როგორია ამ თანხების მიზნობრიობის კონტროლი? ზოგადად (და საქართველოს კანონმდებლობითაც), გრანტი არის მიზნობრივი დაფინანსება, ყოველი ორგანიზაცია, ვისზედაც გაცემულია გრანტი, ყოველწლიურად წარადგენს პროგრამულ და ფინანსურ ანგარიშებს, რაზეც დაყრდნობით ყოველი დონორი ქმნის და აქვეყნებს ყოველწლიურ კონსოლიდირებულ ფინანსურ და პროგრამულ ანგარიშს (ამასვე აკეთებენ ორგანიზაციები) რომელიც საჯაროა. თუმცა, ზემოთ ნახსნები ხელშეკრულების საფუძველზე, მთავრობას ასევე შეუძლია დონორისგან გამოითხოვოს ანგარიში ნებისმერ პროექტზე. და ბოლოს, დონორს მიერ დაფინანსებული პროექტი, რომლის ბიუჯეტი 100 ათას აშშ დოლარის ექვივალენტი და მეტია, ექვემდებერება აუდიტს, მას ატარდებს ქართული კომპანია ან უცხოური კომპანიის წარმომადგენლობა. აუდიტის ანაგარიში და შერჩეული ხარჯის დოკუმენტაცია (ჩეკები, უწყისები და აშ) აიტვირთება შესაბამის ელექტრონულ ბაზაში, რომელზეც სრული წვდომა აქვს საქართველოს ხელისუფლებას. ანუ გამჭვირვალობის, კონტროლის და მონიტორინის პრობლემა აქ არ არსებობს
ტყუილი II – ფული რომელსაც ამერიკული და ევროპული ფონდები გასცემენ მხოლოდ მათი ქვეყნების ინტერესებს ემსახურება. ზემოთ უკვე ვისაუბრეთ იმ შეთანხმებების შესახებ რის საფუძველზედაც დასავლეთის ქვეყნები აფინანსებენ მთავრობას და არსამთავრობო ორგანიზაციებს საქართველოში. ელემენტარული აზროვნების უნარია საჭირო იმისთვის რომ მიხვდე, შეთანხმება არის ორივე მხარის პასუხისმგებლობა და შესამაბისად, თუ ეს ფული რაიმე გავლენის გატარებისთვისაა გამოყენებული, მაშინ პირველი პასუხისმგებელი და აგენტი არის ის მხარე რომელიც ამ ხელშეკრლებაზე აწერს ხელს, ანუ საქართველოს მთავრობა. ეს რათმაუნდა რიტორიკაა, მაგრამ სამართლებრივად ეს შათნხმებები პრეამბულაშივე განსაზღვრავენ თუ რა არის თანამშრომლობის მიზანი. მაგალითად, გერმანიის მთავრობასთან შეთანხმების მუხლი 1 ადგენს რომ “შეთანხმების მხარეები ითანამშრომლებენ თავანთი ხალხების ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობის მიზნით” გაერთიანებულ სამეფოსთან შეთანხმების პირველი მუხლი 12 სფეროს ჩამოთვლის, მათ შორის დემოკრატიის საკითხები მე-4-ეა, პირველ ადგილზეა სტაბლურობა და უსაფრთხოება. ასეა დასავლეთის ქვეყნებთან დადებულ ყველა შეთანხმებაში, ყველა ეს დოკუმენტები განთავსებულია www.matsne.gov.ge-ზე შეგიძლიათ თავად გაეცნოთ. ასე რომ ცალმხვრივად ინტერესების გატარებაზე საუბარი უტიფარი ტყუილია.
ტყუილი III – ეს კანონი აშშ-ში მოქმედი ნორმის ანალოგია – იურიდიული ფაკლტეტის სტუდენტი, ვინც ბაკალავრიატის პირველი კურსი საშუალო აკადემიური მოსწრებით დაასრულა, გეტყვით რომ საკონონდებლო აქტის შეფასებისთვის მის ტექსტზე არანაკლებ (თუ მეტად არა) მნიშვნელოვანია მისი მიზნის შეფასება. აშშ კანონის უწინარესი მიზანია (თუმცა არა საკეთესო რედაქციით) იმუშაოს იმ ქვენების ინტერესების რეგულირებისთვის რომელთაც ამერიკის მთავრობასთან თანამშრომლობის არ აქვს. აი აქაა უმთავრესი სხვაობა პარლანენტში შეტანილ კანონსა და აშშ კანონს შორის, პირველი ბარიერს უქმნის პარტნიორებს (ვისთანაც თანამშრომლობასა და პარტნორობაზე გვაქვს ხელი მოწერილი) და მეორე კი ამერიკის მტრებს (მიღების პერიოდში ეს იყო ფაშისტური გერმანია, შემდეგ სსრკ და დიქტატორული რეჟიმები). ანუ ქართულ კანონპროექტს მტერი და მოყვარე აქვს არეული; თუ ეს მე გონია ასე და დასავლეთი უკვე ჩვენი მტერია? სამართლებრივად ეს კანონი თანამშრომლობის და პარტიორობის იმ ზემოთ ჩამოთვილილ შეთანხმებებს ეწინაღმდეგება და ამიტომაცაა დასავლელი პარტნიორების პოზიცია ასე მკაფიო.
ასევე არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ პარლამენტში შეტანილი კანონი რუსულის მექანიკური გამეორებაა, მათ შეიძლება მიზანი კი ჰქონდეთ საერთო, მაგრამ ნორმები და კონტექსტი (ეს ბოლო კანონისთვის მნიშვნელოვანია) სხვადასხვაა. პუტინის მიზანი ნამდვილად იყო სამოქალაქო სექტორის და თავისუფალი მედიის მკვლელობა, მაგრამ იგი ამას უფრო სისტემურად და უფრო პატიოსნადაც კი მიუდგა. მან პირველად სწორედ დასავლეთთან თანამშრომლობის შეთანხმებები გააუქმა, პირველი იყო აშშ მთავრობასთან მემორანდუმის გაქმება 2010 წელს (ე.წ. “ბალოტნაიას” შემდეგ) რითაც USAID-მა რუსეთი დატოვა და მაშ შემდეგ მიჰყვა ყველა განვითარების სააგენტო, ჩინეთის გამოკლებით. ამის შემდეგ რუსეთში უკვე შეuძლებელი გახდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და მედიის ოფიციალურად დაფინანსება დასავლეთის მიერ (ვინც ტელეკომპანია დოჟს უცქერდით გემახსოვრებათ ეს ამბები). თუმცა, ინტერნეტ ტექნოლოგიების და ონლაინ მობილობის ეპოქაში, გამოიძებნა მეთოდი და ინტივიდუალური კონტრაქტებით დაიწყეს ფულის მიღება რუსულმა სამოქალაქო სექტორმა და ჟურნალისტებმა, აი მაშინ დღის წესრიგში დადგა ინდივიდების დონეზე ამ საქმის მოშთობა და რუსეთმა მიიღო “ინოაგენტების” კანონი. ქართული ოცნების განაყოფი რომ იმადლება – ჩევენი კანონპროექტი ფიზიკურ პირებს არ ეხებაო – პუტინს ორგანიზაცოები საერთოდ აღარ აინტერესებდა, ეს საკითხი უკვე მოგვარებული ჰქონდა. საქართველოს რაც შეეხება, მაგ კანონის მიღების შემდეგ, მასში კერძო პირების დამატება მხოლოდ ტექნიკური საკითხია და მეტი არაფერი. მიაღწია პუტინმა რუსული კანონით შედეგს? ვერა. კიდევ უფრო გაავდა ეს ხმა, მან გადაინაცვლა ვირტუალურ სამყაროში, შენობების კედლებზე, ლიფტებში და დასრულდა იმით რომ უკრაინაში შეჭრის შედეგ მთავრობის კრიტიკაზე სისხლის სამართლებრივი პასუხსმგებლობა შემოიღო პუტინმა. თავიდან ცხადი იყო რომ ასე იქმებოდა, ძალაუფლების (მათ შორის საკანონმდებლო) ბოროტად გამოყენების სპირალში შესვლა ყოველთვის აქეთკენ მიდის და მსგავსად წავა ეს პროცესი საქართველოშიც. მიაღწია საწადელს პუტინმა? ვინც ინტერნეტს და იუტუბს იყენებთ იცით რომ სრული მასშტაბით ვერა, რუსეთი დღეს მსოფლიოში პირველი ქვეყნაა ინერნეტ ლოკაციის დაფარვის და შემოვლთი გზებით რესურსებზე წვდომის მაჩვენებლით. საერთოდ ასეა, ძალაუფლებისთვის ჩაჭიდება არის დროს მდინარებასთან ბრძოლა. ძალაუფლებაზე ჩაჭიდებულთათვის ანდაზა – “დრონი მეფობენ არა მეფენი” – შეგონებაა, “იგი წავა და სხვა მოვა” – გაფრთხილებაა, ხოლო “რაც გინახავს ვეღარ ნახავ” უკვე განაჩენია. სამივე ეს ეტაპი აუცილებლად დადგება, უბრალოდ ინტერვალებშია განსხვავება ფაქტორების და კონიუქტურის გათვალისწინებით.
კონიუქტურა კი საქართველოში რადენადმე გასხვავებულია ვიდრე რუსეთში. როცა კონსტიტუციაში გიწერია ევრო-ატლანტიკრი ინტეგრაცია, ვერანაირად მოხდება ევროპის გავლენების კრიმინალიზაცია. თანაც, პუტინმა მოახდინა მედასავლეთეების მარგანალიზაცია იმიტომ, რომ ეს ჯგუფი მოსახლეობს 0,00001% იყო. საქართველოში დათვალა ვინმემ რამდენია დასავლეთის გრანტების პირდაპირი და ირიბი ბენეფიციარი? ან არის თუ არა ა(ა)ი.პ (გარდა მუნიციპალიურსა) სადაც ქართული ფული თუნდაც 10 %-ია? ჩემი შეფასებით (სექტორს კარგად ვიცნობ) ეს ჯგუფი მოსახლეობის მინიმუმ 10% მაინც იქნება. მოსახლეობის ასეთი პროცენტის აგენტებად გამოცხადება უბრალოდ სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. ამას კიდევ დაამატეთ ისინი, ვინც არასდროს ყოფილა ენ-გე-ოებში, მაგრამ ევროპიდან გამოგზავნილი ფულით გააქვს სული და მათთვის მნიშვნელოვანია ევროპა, ეს ხალხიც ხომ ამ “აგენტების” სოციალური ბაზისი ხდება. მოკლედ, საქართველოში ყველაფერ ამას სარკაზმული სახე ექნება, ორგანიზაციები დარეგისტირდებიან და მიიღებენ დაფინასებას (უფრო მეტს ვიდრე მანამდე და უფრო აგრესიულ საქმეებში ვიდრე მანამდე), სიტყვა “ევროპის და ამერიკის აგენტი” სლოგანი გახდება და უკვე ვიცი ბევრი ადმიანი, ვინც მაგ სლოგანის დაწერას არათუ მხოლოდ მაისურზე, არამედ მაქანასა და სახლის კარებზეც კი აპირებს (ფულის სასესხებლად რომ მივა საჯარო სამსახურში დასაქმებლი მეზობელი რომ იცოდეს ვისგან სესხულობს). მათ შორის ვარ მე, ვინც მაშინ გახდა ევროპის გავლენის აგენტი როცა მარიკა ლორთქფანიძის (ჩემი დიდი პატივისცემის მიუხდავად) ასპირანტობაზე უარი ვთქვი და პოტსდამის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხის მქონე პროფესორ გივი ჟორდანიას (ცოცხალი ვაჟა ფშაველა რომ ახსოვდა) ასპირანტი გავხდი. ჩემთვის ეს იყო ღირებულებითი არჩევანი – საქართველო როგორც ცაკლე მდგომი კულტულური-რელიგიური ფენომენი და შედეგ აქედან სტალინზე გავლით საკუთარ ეროვნულ ჰომოსოვეტკსზე გასვლა თუ საქართველო როგორც ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, მისი ფორპოსტი და ქართული კულტურა როგორც ევროპული რენესანსის იდეების (ადრეული, როსთაველი უფრო ადრე იყო) კრისტალიზაციის ბრწყინვალე ნიმუში. ეს იყო არჩევანი და ამ არჩევნში მე არ ვიყავი პირველი, საბა-სულხანი იყო და არც ბოლო ვარ, ბევრს ვიცნობ ასეთს და რაც ყველაზე მეტად მახარებს, სულ ახალგაზრდებს. რა უნდა უქნას ჩემს ამ არჩევანს მაჭარაშვილმა ან კობახიძემ? კი ბატონო, მიტაცებული ინსტიტუტებით შექმნიან ტექნიკურ სირთლეებს, გამოიყენებენ ყადაღას, დახურავენ ენ-ჯე-ოებს. კი ბატონო იზამენ, მერე? რუსთავი ორმა ხომ აჩვენა, ერთის ადგილას გაჩნდება სამი, უფრო აგრესიული და უფრო სიცოცხლისუნარიანი (საქართველოში აიპის რეგისტრაციას ერთი ადამიანი უნდა), ძალადობის ეს სპირალი ხელისულეფებას მიყვანს მაგ კანონში ფიზიკური პირების ჩაწერამდე, შედეგად კიდევ უფრო მეტ მაისურზე, სახლზე და მანქანაზე გაჩნდება წარწერა “ევროპის აგენტი”. შემდეგ დადგება დასავლეთთან თანამშრომლბის ხელშეკრულებების გაქმების და USAID-ის გაგდების მცდელობმდე მისვლის ეტაპი. შეიძლება სურათის გამუქება დამაბრალოთ, მაგრამ ასეთია ამ სპორალის ტრექტორია და მასში ერთხელ შესული მას ვეღარ შეცვლის, პირიქით ეს ტრაექტორია შეცვლის მთავრობას. ბოლოს ყველა მიღეებს იმას რაც დაიმსახურა, ზამბარის დაჭიმულობის უკუპროპორციული ძალით და ეს არ იქნება მსხვერპლი, ეს იქნება სამართალი რომელიც ურმით დადის. რეალური მხვერპლი ამ კანონს ეყოლება ერთი – საქართველო – რომელიც დაჰკარგავს ევროპაში ინტეგრაციის ისტორიულ შანს (ისე რომ არც კი გვეცოდინება როდის გვექნება შემდეგი) და სწორედ ესეც არის ამ საკონმდებლო ინციატივის რეალური მიზანი და დანიშნულება.
ასე რომ, ჩემთვს ყველაფერი გასაგებია, მთავარია მათთვის ვისაც ქართველი ხალხი ჰქვია თუ არის გასაგები ვინ არიან და რა უნდათ. მოკლედ, ამ მარტივი დასკვნისთვის გიღირდათ ახლა ამხელა ტექსტის კითხვა, ამას არ სჯობდა ერთ წინადაებაში ჩაკრიმანჭულებული სატირა.
P.S. ჰო მართლა მაგ კანონს კიდევ ეყოლება ერთი ჩუმი მსხვერპლი, NALA რომელიც აღმოსავლეთ პარტიორობის საუკეთესო ორგანიზაციიდან, უფასო ტურისტულ სააგენტოდ გადაკეთდება, ისიც მცირე ხნით