ექსპერტი “ქვის ხანა იმიტომ კი არ დაასრულდა რომ ქვა გამოილია არამედ იმიტომ რომ ქვაზე უკეთესი მოიფიქრა კაცობრობამ”
დავით მელუა პუტინის უკრაინაში დამარცხების მიზეზებზე
“ვისაც ლუკაშენკოზე ოდნავ მაინც აქვს წარმოდგენა იცის, რომ დღევანდელი მისი მტრედის პოზა(ომი უნდა დავამთავროთ და ა.შ.) არის პუტინის შეთავაზების გახმაურება და ეს შეთავაზება მოხდა იმიტომ, რომ თავად პუტინი ხედავს თავისი წამოწყების დამაგრეველ ეფექტს რუსეთზე. რა გათვლებში შეცდა პუტინი? არცერთში, ყველა მისი გათვლა სწორი და გამართული იყო, თუმცა ამ გათვლებს აკეთებდა აზროვნება რომელიც მე-20-საუკნის 60-იან წლებშია ჩარჩენილი და მოწყვეტილია რეალობას. შესაბამისად, პრობლემა ისაა, რომ ამ “სწორ” გათვლებს ის სხვა რეალობაში აკეთებდა და არა იმაში სადაც რეალური ბრძოლა უწევს.. ვინმეს მართლა ჰგონია რომ მხოლოდ დონბასი და ყირიმზე გზა უნდოდა პუტინს?! ამის გაკეთება მას 2014 წელსაც შეეძლო და ხახვივით შერჩებოდა. მას უნდ(ოდ)ა საბჭოთა კავშირის აღდენა 2024 წლისთვის და ამისთვის კი მთლიანდ უკრაინა სჭირდებოდა. მისი აზრით, უკრაინა რომ მიეღო მაქსიმალურად დიდ ტერიტორია უნდა დაეკავებინა პირველივე ეტაპზე (დაქსაქსა კიდეც ძალები) ვინადან სამხედრო წარმატებას სწორედ ტერიტორიის დაკავებაში ხედავს. ვინც საბჭოთა არმიაში მსახურობდით გემახსოვრებათ სამწყობრო სიმღერა “от урала до южных морей красная армия всех сильней”, იგივეა აშშ საზღვაო ქვეითების ჰიმნიც “From the hills of Montesuma to the shore of Palermo”. 21 საუკუნეში კი ომში გამარჯვება არის არა ტერიტორიის ოკუპაცია არამედ გამარჯვება ტვინებში. აშშ-მ ეს რომ გაიგო დასტურდება იმით თუ როგორ მოკურცხლეს ავღანეთიდან სადაც დიდ ტერიტორიას მაგრამ ძალზე მცირე რაოდენობის ტვინებს აკონტროლებდენენ. რუსეთი ამას ვერ მიხვდა და დღეს რაც არ უნდა ტერიტორიას (რასაც გეგმავდა იმის 10%იც კი ვერ შეასრულა) აკონტროლებდეს, პუტინს ეს ომი წაგებული აქვს ვინაიდან მან ეს ომი ადამიანთა უმრავლესობის (და უწინარესად უკრაინელების) ტვინებში წააგო. ის ვერ აცნობიერებს ამ წაგების მიზეზებს და ხან მეცნიერებს იჭერს, ხან გენერლებს და ხან მსახიობებს (არკვევს кто виноват). პუტინის, ქართველი რუსეთუმეების და ზოგადად ჰომოსოვეტიკუსების პრობლემა ისაა რომ ვერ ხვდებიან შემდეგს – ქვის ხანა იმიტომ კი არ დაასრულდა რომ ქვა გამოილია არამედ იმიტომ რომ ქვაზე უკეთესი მოიფიქრა კაცობრობამ. ხოლო ისინი, ვისაც ქვის მეტზე ტვინი არ ეყო, გადაშედნენ მიუხედავად იმისა თუ რამდენი ქვა ჰქონდათ და რა ძალა მათ სასროლად” – წერს ცნობილი ქართველი თვითმმართველობების ექსპერტი დავით მელუა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.