რუსული კანონის მხარდამჭერმა დეპუტატების ნაწილმა პარლამენტი საპარკინგე სივრცით დატოვა, ისინი საკანონმდებლო ორგანოს ეზოში არ გამოჩენილან. საკანონმდებლო ორგანო უკვე დატოვეს ირაკლი ზარქუა და დავით კაჭარავა. რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს სავარაუდოდ პარლამენტი არ დაუტოვებია. მისი ავტომობილი პარლამენტის ეზოში დგას.
ამის პარალელურად, პარლამენტის ფოეიში ხმაური იყო – “პირველების” კორესპოდენტის თქმით, განხილვის დასრულების შემდეგ, დეპუტატებმა ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი მეორე გასასვლელიდან დატოვეს.
საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივი კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, დამოუკიდებელმა ჟურნალისტებმა რუსული კანონის მხარდამჭერებს მიმართეს სიტყვებით: “მოღალატე”, “მონებო”.
არასამთავრობო სექტორის და მედიის ნაწილს დაცვის სამსახური გადადაგილების საშუალებას არ აძლევდა.
“მშიშრები”, “მონები გაიპარნენ”- ისმის აქციაზე შეძახილები დეპუტატების მისამართით.