იმერეთის ერთ-ერთი სოფელში მეშვიდე კლასელმა მოსწავლემ ბავშვი გააჩინა. შემზარავი ამბის დეტალებს „ნოდარ მელაძის შაბათი” აანონსებს. როგორც ირკვევა, მოსწავლემ ახალშობილი საპირფარეშოში ჩააგდო, რის შემდეგაც ბავშვი მისმა ოჯახის წევრებმა ამოიყვანეს.
ასევე ტელეკომპანია აქვეყნებს მოზარდის ჩვენებას, სადაც ის ჰყვება, რომ 11 წლის ასაკიდან მეზობელი და ბიძაშვილი ერთად აუპატიურებდნენ. სოფელში ყველა ამტკიცებს, რომ მეშვიდე კლასის მოსწავლის ორსულობის ამბავი არავინ იცოდა.
„ambebi.ge”-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით არის დაწყებული – საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლი და 112-ე მუხლი, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის შეღწევას 16 წლის ასაკს მიუღწეველის სხეულში და დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას.
საქმეზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები