საკანონმდებლო ორგანოსთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად შეკრებილმა ადამიანებმა პარლამენტის ცენტრალური შესასვლელი ჯებირი მოანგრიეს.
პარლამენტთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ მრავალჯერ გამოიყენეს წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, თუმცა ამ დროისთვის ზუსტი რაოდენობა უცნობია.
პარლამენტთან სიტუაცია მას შემდეგ დაიძაიბა, რაც რუსულმა რეჟიმმა რუსული კანონის ერთი ვერსია, რომელსაც “ამერიკულს” უწოდებს, პირველი მოსმენით მიიღო. მეორე ვერსია დღევანდელ სხდომაზე არ განუხილავთ. მას შემდეგ, რაც ორივე კანონპროექტს პირველი მოსმენით მიიღებენ, დოკუმენტებს ვენეციის კომისიას გაუგზავნიან. შალვა პაპუაშვილის თქმით, “სამი თვე სჭირდება დასკვნას და არ არის ისტერია საჭირო”.
უცხოელ აგენტებზე რუსული კანონპროექტი ხუთშაბათს, 9 მარტს უნდა განეხილათ, თუმცა, პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ, ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოვიდა ინიციატივით, კანონპროექტი დღესვე განეხილათ.