“მიხეილ სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობის” ბირთვი, ერთგული მხარდამჭერები არ იყიდება”-აცხადებს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “მთავართან”. მისი განმარტებით მოახლოებული ვადამდელი არჩევნები მათი დიდგორია, რადგან ქართველ ხალხს წუმპეში ყოფნა მობეზრებული აქვს:
“ოქტომბერში საქართველოში ტარდება რეფერენდუმი, რაშიც ჩვენ ყველა ერთად ვიქნებით ჩართული. ეს გაუბედურება, ეს სიღარივე, ეს წარმოუდგენელი უპერსპექტივობა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. ამისთვის ჩვენ დაგვჭირდება განსაკუთრებული მობილიზაცია. ყველა, ვინც იძახის ოპოზიციონერი ვარო, ასე არ არის უკვე დიდი ხანია, მაგრამ ჩვენ ვარსებობთ, “ნაციონალური მოძრაობა” არსებობს, მე ვარსებობ, რაც მთავარია ქართველი ხალხი არსებობს, რომელსაც მოვეზრდა ტალახში და წუმპეში რომ მიათრევს ყველა ერთად აღებული, დაწყებული ივანიშვილით და დამთავრებული პატარ-პატარა ჯგუფებით, ან პიროვნებებით.
ყოჩაღ შალვას (ნათელაშვილი), მის წინაშე ვიხრი ქედა, მაგრამ ვიღაცეებს გაურიგდნენ და ეს არის ძალიან ცუდი.
ერთი რამ ზუსტად ვიცი და ეს ხალხმაც უნდა იცოდეს, მიხეილ სააკაშვილი არ იყიდება და “ნაციონალური მოძრაობის”: ბირთვი და ერთგული მომხრე არასოდეს არ იყიდება. ეს არის ჩვენი დიდგორი, ახლა ოქტომბერში და ჩვენ უკან დასახევი გზები გვაქვს ჩახერგილი. ჩვენ ვაპირებთ გამარჯვებას”-განაცხადა სააკაშვილმა “დღის სტუმარში”.