ნოე სულაბერიძის საავტორო გადაცემის „ერთი-ერთზე“ მორიგი სტუმარი, კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი იქნება.
გადაცემის ანონსის მიხედვით, მინისტრი თავისი კარიერაში განვლილ გზაზე, სამომავლო გეგმებსა და მისი მისამართი წარმოთქმულ ბრალდებებზე ისაუბრებს.
„ჩემზე ბევრ რამეს ამბობენ. იძახიან: მახინჯია, ლილიპუტია, დამნაშავეა – შეიძლება პირველ ორზე ვიდაოთ, მაგრამ სისხლის სამართლის დამნაშავე ნამდვილად არ ვარ“, – ამბობს გადაცემის ანონსში თეა წულუკიანი.