კორონავირუსით ინფიცირების 2097 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 51 პაციენტი

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 097 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 932 641-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.37%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.57% ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.15%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 331 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 893 064.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 51 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 758 პირი ემსხვერპლა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share