სპეციალისტები თვლიან, რომ ეპიდმდგომარეობა იანვრის ბოლოსთვის გართულდება, რასაც სადღესასწაულო პერიოდში მობილობის ზრდას უკავშირებენ.
ამჟამად საქართველოში “ომიკრონის” 70-მდე დადასტურებული შემთხვევაა ფიქსირდება, ლუგარის ლაბორატორიაში 100-ზე მეტ საეჭვო შემთხვევას იკვლევენ.
“სიტუაცია საყურადღებო რჩება, მნიშვნელოვანია ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში. თუ ჩვენ გავიკეთებთ “ბუსტერ” დოზებს, ამით შევამცირებთ როგორც დაავადების გავრცელების რისკებს, ასევე დაავადების მძიმე მიმდინარეობას და ჰოსპიტალიზაციას,” – აცხადებს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავამ.
“მდგომარეობა ძალიან მძიმეა, აუცილებელია დავიცვათ რეგულაციები, სადღესასწაულო დღეებში შევამციროთ მობილობა და ახალი წელი მცირე წრეებში აღვნიშნოთ, სხვა შემთხვევაში გარდაუვლად შეიძლება ითქვას, რომ ახალი წლის დადგომიდან დაახლოებით 2-3 კვირაში ქვეყანას ელოდება წინ მე-6 ტალღა და “ომიკრონის” პერიოდში ეს შეიძლება იყოს ბევრად უფრო რთული,” – ამბობს “ჯოენი-ს” სამედიცინო ცენტრის ეპიდემილოგი მაია კაშია.