5 კილოგრამი და 100 გრამი-“გოლიათი” ბავშვი დაიბადა

“მინდა ხმამაღლა განვაცხადო: მეან-გინეკოლოგი ირინა უგლოვა ჩემი გმირია, უღრმესი მადლობა მას. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო კლინიკის ახალშობილთა განყოფილების გამგეს, ფატი კალატოზიშვილს. მინდა მადლობა გადავუხადო კლინიკის ყველა თანმშრომელს, ინტენსიურის განყოფილებას, მელოგინეებს, ფიზიოლოგიის გოგონებს. ყველას უღრმესი მადლობა” – ამბობს დედა.

ქუთაისში, კლინიკა “ბომონდში” “გოლიათი” ბავშვი დაიბადა. პატარა მოსე ორსულობის 36-ე კვირას, 5 კილოგრამი და 100 გრამი გაჩნდა. მათივე ცნობით, ჩვილიც და დედაც თავს კარგად გრძნობენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share