ფეისბუქ-გვერდი “გადავარჩინოთ გურიის მდინარეები” სოციალურ ქსელში წერს, რომ მდინარე სუფსის სანაპიროს გამაგრებითი სამუშაოები სოფელ ძიმითის მცხოვრებთა კერძო მიწებზე მიმდინარეობს, მიწა ორმოცამდე ოჯახის კერძო საკუთრებაა:
”დაუჯერებელი ამბავია, მაგრამ…
მოკლედ მდინარე სუფსაზე(ოზურგეთი-ჩოხატაურის) დამაკავშირებელი გზის მიმდებარედ სანაპიროს გამაგრებითი სამუშაოები მომდინარეობს პირდაპირ სოფელ ძიმითის მცხოვრებთა კერძო მიწებზე.40 ოჯახის კერძო საკუთრებაა , აქვე გაწვდით საკადასტრო კოდებს.
მოსახლეობის თხოვნით “ეკო” ეწვია ობიექტს, სადაც დახვდა ეს მოცემულობა. მდინარე ორ ნაწილადაა გაყოფილი, მარჯვენა სანაპირო ისევ მოსახლეობის სავარგულებს ემუქრება, ხოლო მარცხენა სანაპიროზე კერძო საკუთრება აღარ არსებობს.
სამუშაოების მწარმოებელ პასუხისმგებელ პირს როცა დავუკავშირდი და პროექტის გეგმა მოვთხოვე, დაიმალა და სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობდა.
გამოვიძახე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ბრიგადა, მოვიდნენ ოპერატიულად და დაადასტურეს კერძო საკუთრებაზე მიმდინარე სამუშაოები.
ხვალ შესაბამისი ორგანოების დახმარებით გავარკვევთ არსებობს თუ არა პროექტი და რატომ მოხდა ასე უთავბოლოდ, წინმსწრებად სამუშაოების დაწყება.
ოზურგეთის მერიის და ზედამხედველობის სამსახურის ნებართვებსაც და დასტურს შესაბამის პროექტზე გადავამოწმებთ.” – წერია ფეისბუქ-გვერდზე.