ჟურნალისტი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს:
“უცოდინართა საყურადღებოდ, ახლა რომ შემოაგდო ხელისუფლებამ, კანადა იღებს უცხოური გავლენის აგენტურაზე კანონსო – კანადა შედის სრული დემოკრატიის მქონე ქვეყნებში (დემოკრატიის ინდექსით 10 ქულა), საქართველო კი შედის ჰიბრიდული რეჟიმის მქონე ქვეყანაში (დემოკრატიის ინდექსით 5 ქულა).
ეს ნიშნავს იმას, რომ სრული დემოკრატიის მქონე ქვეყანაში კანონი არ ხდება საშიში დიქტატისა და პოლიტიკური დევნის რისკით, ხოლო ჰიბრიდული რეჟიმისთვის ეს პირდაპირი საშიშროებაა.
სტუდენტ-ახალგაზრდებო, განსაკუთრებით თქვენ გაითვალისწინეთ და განუმარტეთ ერთმანეთს, რომ ვინმემ შეცდომაში არ შეგიყვანოთ.
სახელისუფლებო პროპაგანდისტები კი მოეშვით ბოდვას, ნებისმიერ თქვენ ცრუ პროპაგანდას აგაფარებთ სახეზე.
გააზიარეთ რომ გამოიყენოთ არგუმენტად.
+ კანადას ეს ჩინური აგენტურის რისკების გამოსავლენად სჭირდება.” – წერს გამზარდია.