ჭადი გურიაში

გერმანელი მეცნიერი ედუარდ ეიხვალდი (1825-1826 წლების მიხედვით) ღომსა და ფეტვს მიიჩნევს გურიის უმთავრეს საკვებ კულტურებად. ფეტვს გურიაში ჭადს (ლაზურად მჭკუდი) ეძახდნენ, სიმინდის შემოსვლის შემდეგ მისგან გამომცხვარ კვერს “ჭადის ჭადს” ეძახდნენ, ხოლო სიმინდის ფქვილისგან გამომცხვარ კვერს სიმინდის ჭადს, ამჟამად კი ეს სახელი სიმინის ფქვილის გამომცხვარ კვერს შემორჩა.
.
საინტერესოა, რომ გურიაში დღესაც გვხვდება ამ კულტურის დასახელებიდან გამომდინარე ტოპონიმები: სოფელ ზედა ძიმითში ფერდობს ეწოდება – „ჭადისჭადა“, ხოლო ზოტთან ახლოს ასევე ფერდობს ეწოდება „ჭადიგორია“.
შეიძლება იყოს ბუნება and ბალახი გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share