არჩილ ხოფერია – მტრებს საქართველოისი ჯერ ყველაფერი წინ აქვთ..

უკრაინაში მებრძოლი არჩილ ხოფერია თბილისში, რუსულ კანონთან მიმართებაში, თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება:
“ჩვენი 3000 სახელმწიფოებრივი ისტორიის მანძილზე ქართველი ხალხი აგრძელებდა პერმანენტულ ბრძოლას თავისუფლებისათვის ამიტომ გუშინდელი დღეც ეს იყო ამ ბრძოლის მხოლოდ ერთი დღე ანუ ჩვენ ვიბრძვით ანუ ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ანუ ჩვენ ეროვნულ ორგანიზმს შეუძლია წინააღმდეგობის გაწევა ანუ ჩვენ შეგვიძლია არა მარტო თავის დაცვა არამედ შეტევაზე იერიშზე გადასვლა და ამიტომ მტრებს საქართველოისი ჯერ ყველაფერი წინ აქვთ..
ერთად ერთიანი განუყოფელი ძლიერი თავისუფალი საქართველოსთვის…” წერს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ხოფერია.
არჩილ ხოფერია უკრაინაში თითქმის ერთი წელია იბრძვის, ის რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ომში ხელმეორედ, გასული წლის მიწურულს, ხერსონთან დაღუპული საკუთარი შვილის, ჯაბა ხოფერიას, მშობლიურ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურში, დაკრძალვის შემდეგ წავიდა.
ხოფერიების ოჯახს უკრაინულმა ტელევიზიამ  ამ დღეებში ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა.
“როგორც ომის ბურუსში ხდება რაღაც შეიცვალა ინტერვიუს შემდეგ თუმცა დღეიდან ჩემი ბრძოლა იმ უკრაინელი მამა-შვილის მაგივრადაცაა გუშინ ბახმუტში რომ დაიღუპნენ ერთად სადაც მამა გვერდით მებრძოლ შვილს გადაეფარა…” არჩილ ხოფერია.
Помста за сина І Грузинський командир приїхав воювати за Україну І Арчіл Хоперія
YOUTUBE.COM
Помста за сина І Грузинський командир приїхав воювати за Україну І Арчіл Хоперія
Арчіл Хоперія втратив свого єдиного сина Джаббу в боях за Україну восени 2022 року. Той помер невдовзі після важкого поранення на передовій під Херсоном.Наш …
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share