ოზურგეთში მოქმედი ინტერნეტ პროვაიდერი კომპანია ეარნეტის განცხადება:
,,ყველა იმ ახალგაზრდისთვის, რომლისთვისაც ჩვენი არსებობის 12 წლის მანძილზე სტიმული მიგვიცია მაგალითით, თუ ნაბიჯებით.
იმ 15000-ზე მეტი ადამიანისთვის, რომელიც სარგებლობს, ან უსარგებლია ჩვენი სერვისებით – მიუღია მეტი განათლება, ცოდნა, კომუნიკაცია მეგობრებთან, თუ უკეთებია საკუთარი ბიზნესი.
იმ გარემოსთვის, რომელშიც ჩვენ საშუალება მოგვეცა გვესწავლა, დავბრუნებულიყავით მშობლიურ მხარეში და შეგვექმნა უკეთესი აწმყო ჩვენივე მხარის ხალხისთვის.
ჩვენ ის თაობა ვართ, რომლებმაც კარგად ვიცით, რა პერსპექტივა გვქონდა მანამდე და რას მივაღწიეთ დასავლური განათლებით, პროგრესისადმი დაუღალავი სწრაფვით, შრომით, მონდომებით და ნებისყოფით.
ჩვენ გვჭირდება გარემო, რომელშიც ახალგაზრდებს კვლავ ექნებათ პერსპექტივა, ხოლო უფროს თაობებს საამაყო მემკვიდრეობა და ეს რუსეთთან ერთად, იმ აზროვნებასთან ერთად, რომელსაც ცდილობენ, რომ ხალხს დაუმკვიდრონ, მით უფრო იარლიყები კანონად უქციონ[ და ეს მხოლოდ ‘უწყინარი’ დასაწყისია] შეუძლებელია.
ამიტომ, ჩვენ ვამბობთ, ჩ ვ ე ნ ი თ ვ ი თ მ ი ზ ა ნ ი ა რ ი ს ე ვ რ ო პ ა და მოვუწოდებთ ყველა ჩვენ მეგობარს, ყველგან, სადაც არ უნდა მუშაობდეთ, თქვენ ხმას ფასი აქვს აქ და ახლა. თქვი, რომ შენც ხარ ევროპა
– და ბოლოს: ” თავისუფლება არასოდეს არის ერთ თაობაზე მეტით შორს დაკარგვისაგან.
ჩვენ, ჩვენი შვილებისთვის ის სისხლით არ გადაგვიცია. მისთვის აუცილებელია ბრძოლა და დაცვა, შემდეგ კი გადაცემა ისე, რომ მათ იგივე გააკეთონ, თორემ ერთ დღეს, ჩვენი ცხოვრების დაისში, ჩვენ მოვუყვებით შვილებს და იმათ შვილებს, თუ როგორი იყო შეერთებულ შტატებში ოდესღაც, როცა ადამიანები იქ თავისუფლები იყვნენ. ” – რონალდ რეიგანი”;- წერია განცხადებაში.