ვინ არის ანსამბლ „რეხეულის“ სოლისტი გოგო, რომელიც თავისი გამოცდილების გაზიარებას ბავშვებისთვის აპირებს

მგალობელ-მომღერალ გოგონათა ანსამბლი ‘‘რეხეული,, შეიქმნა 2008წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ,სოფელ ლიხაურში. ანსამბლის ხელმძღვანელია ფოტინე გორდელაძე. თავდაპირველად ანსამბლის წევრები სოფელ ლიხაურში მცხოვრები გოგონებისგან შედგებოდა, რომლებიც მხოლოდ საღმრთო ლიტურღიაში ღებულობდნენ მონაწილეობას, ლიხაურის ღვთისმშობლის შობისა და აჭის წმ.გიორგის ტაძარში. ანსამბლის სახელი გამომდინარეობს სოფ.ლიხაურის პირველი სახელწოდებიდან ‘‘რეხეული,, რომელსაც ადასტურებს ლიხაურის შუა საუკუნეების სამრეკლოს ხუცური დამწერლობა.

2014 წლიდან, ანსამბლში გოგონათა რაოდენობამ იმატა და აქტიური მუშაობა დაიწყო გურული ფოლკლორიული სიმღერების შესწავლაზე, ანსამბლი მონაწილეობას იღებდა როგორც ადგილობრივ, ისე საქართველოს ფარგლებში გამართულ სხვადასხვა ღონისძიებაში.

2015-16 წლებში, ქართულ ფოლკლორის ფესტივალზე, ქალთა ანსამბლებს შორის, „რეხეულმა“ მესამე ადგილი დიკავა. დღესდღეობით ანსამბლის რეპერტუარში გურულ ფოლკლორულ სიმღერებთან ერთად, დიდი ადგილი უჭირავს სხვადასხვა ქვეყნის ფოლკლორულ ნიმუშებსაც, რაც მსმენელის დიდ ყურადღებასა და ინტერესს იწვევს.

 

აღსანიშნავია, რომ ანსამბლის ჰყავს ამავე სახელწოდების, გამორჩეული გოგონათა ტრიო „რეხეული“, ტრიო რამდენიმე წელია გალობს სოფელ კვირიკეთის წმინდა ივლიტასა და კვირიკეს სახელობის ტაძარში, გოგონები საქართველის ფარგლებში გამართული არაერთი ღონისძიების მონაწილენი არიან.

2014-2019 წლებში, ტრიო, საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდულ ფესტივალის გრან-პრის, ოქროსა და ვერცხლის მედლების მფლობელი გახდა. მიღწეული წარმატებებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი და გამორჩეული არის 2019 წელს, ფონდი „ქართული გალობის“ მიერ მინიჭებული არტემის პრემია. კონკურსში ტრიომ მე-2 ადგილის მფლობელი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ გოგონები პროფესიულ განვითარებას სხვადასხვა დარგში ეუფლებიან , მათი სიყვარული იმდენად დიდია ამ საქმის მიმართ, რომ დღემდე აქტიურად მუშაობენ ქართული ტრადიციული სიმღერისა და საეკლესიო გალობის შესწავლაზე, განვითარებასა და პოპულარიზაციაზე.

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გოგონების  ფინჯან ყავაზე ნამღერი “არადა როგორ მენატრები”, ძალიან პოპულარობა მოიხვეჭა. რის გამოც მათდამი ინტერესი უფრო გამძაფრდა.

როგორ დაინტერესდა მუსიკით და რას აპირებს სამომავლოდ “გურიის მოამბეს,” ანსამბლ “რეხეულის” ერთ-ერთი სოლისტი, მარიამ დუმბაძე ესაუბრა:

შენზე მოგვიყევი, ანსამბლში როგორ მოხვდი?

 

20 წლის ვარ. ქართული ტრადიცული სიმღერა ოჯახში ბავშვობიდან შემაყვარეს. მამაჩემი მომღერალია, მისგან მერგო ეს ნიჭი, თუმცა ჩემს სახლში, მოყვარულის დონეზე ყველა მღერის,. 2016 წელს, მერგო პატივი გავმხდარიყავი ანსამბლ ,,რეხეულის” წევრი, ეს ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლოა.

სკოლის დამთავრების შემდეგ გადავწყვიტე ჩემი სიმღერა-გალობისადმი სიყვარული, პროფესიად მექცია და სწავლა გავაგრძელე გიორგი მთაწმინდელის გალობის უნივერსიტეტში. იქ ჩაბარებაში დამეხმარა ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში მიღებული ცოდნა, რისთვისაც დიდ მადლიერებას გამოვხატავ თითოეული პედაგოგის მიმართ.

ახლა ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრის მოხალისე თანამშრომელი ვარ.

შენს გეგმებზე მოგვიყევი…

 როცა დავამთავრებ გურიაში დაბრუნებას ვაპირებ და ჩემს მიერ მიღებული ცოდნის ბავშვებთან გაზიარებას.

ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share