“ქართული ოცნება”….”ქართულ კოშმარად” იქცა – ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი რაინჰარდ ბუტიკოფერი აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” “ქართულ კოშმარად” იქცა. ამის შესახებ მან ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართული გამართულ დებატების დროს ისაუბრა.

ევროდეპუტატმა საქართველოს ხელისუფლებისთვის სანქციების დაწესება მოითხოვა და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის უნდა იბრძოლონ.

ეს ე.წ. „ქართული ოცნება“, იქცა „ქართულ კოშმარად“. სწორედ ამიტომ უნდა განვიხილოთ სხვადასხვა ზომები იმის გარდა, რაც უკვე იქნა განხილული. შევიმუშავოთ სხვადასხვა პირობები, სანქციები და უნდა ვიბრძოლოთ სააკაშვილის გასათავსიუფლებლად, –  თქვა ბუტიკოფერმა.

დებატები ევროპარლამენტში 14 მარტს გაიმართა.  ევროკომისართან ერთად სიტყვით  30 ევროპარლამენტარი გამოვიდა, რომლებმაც თქვეს, რომ საქართველოს პრორუსი მთავრობა ჰყავს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share