უმრავლესობა სწავლის დაწყებიდან პირველივე წელს პოულობს სამსახურს – რამდენია IT სექტორში დასაქმებული პირების მედიანური შემოსავალი

უმრავლესობა სწავლის დაწყებიდან პირველივე წელს პოულობს სამსახურს – ასეთია TechSurvey 2022-ის გასული წლის შემაჯამებელი გამოკითხვის შედეგები. გამოკითხვაში მონაწილეობა ძირითადად IT სექტორში დასაქმებულმა მიიღეს.

დასაქმებულთა მედიანური ხელფასი 4 500 ლარია. გამოკითხვაში მონაწილეთაგან კი, დასაქმებულია 87 % და მხოლოდ 13%-ია უმუშევარი.

რაც შეეხება ანაზღაურებას გამოცდილების მიხედვით, როგორც კვლევაშია აღნიშნული, IT სექტორში 6-დან 12 წლამდე სამუშაო გამოცდილების მქონე ადამიანების საშუალო/მედიანური თვიური შემოსავალი 12 500 ლარი, 0-დან 1 წლამდე გამოცდილების მქონე პირების ხელფასი კი 1 250 ლარს შეადგენს.

ss-1678865599.png

ამასთან, მაქსიმალური ანაზღაურება 27-29 და 30-34 წლის ასაკობრივი კატეგორიის პირებს აქვთ.

სწავლის დაწყებიდან, რამდენი ხანი გავიდა სამუშაოს დაწყებამდე? ამ კითხვაზე აბსოლუტური უმრავლესობა პასუხობს, რომ წელიწადზე ნაკლები დრო.

კერძოდ, 376 რესპონდენტიდან 0 – 0.5 წელში სამუშაო 101-მა რესპონდენტმა იპოვა. დასაქმებისთვის 0.5 წელი – 1 წელი კი, 91 რესპონდენტს დასჭირდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share