ქსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში ციხის კადრებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო დროს გავრცელებულმა ჩანაწერებმა მისი არარეალურობა დაადასტურა, თუმცა სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ციხეში მსგავსი პრობლემები ნამდვილად იყო.
ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა სააკაშვილის მმართველობის დროს ციხეებში მსგავსი პრობლემები, ექსპრეზიდენტი პასუხობს, რომ იყო.
„როგორ არ იყო, რა თქმა უნდა იყო. ჩვენ ჩავიბარეთ ქვეყანა, სადაც იყო კრიმინალის წარმოუდგენელი დონე, ხალხს ხოცავდნენ ქუჩებში, დიახ, კრიმინალები ხოცავდნენ და მერე ამბობდნენ არა სააკაშვილი ხოცავსო. ქუჩებში ხალხს ხოცავდნენ კრიმინალები! იტაცებდნენ, ხოცავდნენ, აუპატიურებდნენ. ჩვენ შევქმენით ახალი აპარატი, რომელიც იყო სრულიად გამოუცდელი, რა თქმა უნდა ამ აპარატს ჰქონდა შეცდომები, იყო იყო დანაშაულებიც, მაგრამ ქვეყანა იყო უსაფრთხო. იყო ევროპის ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა, გვავიწყდება ეს, ივანიშვილმა იმდენჯერ გვითხრა პატარა სოფელი ვართო, გვავიწყდება რომ ჩვენ ვიყავით ევროპის ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა და მსოფლიოს პირველი რეფორმატორი.
შეცდომები იყო, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ მაშტაბურ სპეცოპერაციაზე. სანდრა ორგანოებით ვაჭრობდაო, იქნებ ამაზეც მითხრათ, იქნებ ოდნავ მაინც ვაჭრობდაო, ან ვიღაცა ვიღაცას ოდნავ ხომ არ აკვნეტდა? ასეთ სტერეოტიპებს ავრცელებდნენ. ნაწილი საზოგადოების ჩვეულებრივად დააჯერეს. ამერიკაში ჩაიდინეს იგივე რაღაცეები რუსებმა, იქ გამოუვიდათ და საქართველოში როგორ არ გამოუვიდოდათ,“- განაცხადა სააკაშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ გავრცელდა ჩანაწერი, სადაც „ტვ პირველის“ მტკიცებით, ვანო ჩხარტიშვილი და ლადო ბედუკაძე ციხის კადრებზე საუბრობენ.