საქართველოს ე.წ მეგობრებს აქვთ მცდელობები, როგორმე მოხდეს ხელისუფლების ცვლილება – კახა კალაძე

საქართველოს ე.წ მეგობრებს აქვთ მცდელობები, როგორმე მოხდეს ხელისუფლების ცვლილება – ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

“ხელისუფლების მხრიდან გარწმუნებთ, რომ ყველაფერი იქნება გაკეთებული, იმისთვის, რომ სტატუსის მიღება მოხდეს. თუმცა მე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ არ ვარ 100%-ით დარწმუნებული იმაში, რომ იქნება დადებითი, პოზიტიური გადაწყვეტილება სტატუსთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ამას იყენებენ, როგორც პოლიტიკურ იარაღს. აქვთ გარკვეული მცდელობები სხვადასხვა ადამიანებს, ე.წ მეგობრებს, რომ როგორმე მოხდეს ხელისუფლების ცვლილება იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება მათთვის არ არის მისაღები ერთი მიზეზის გამო – გეტყვიან ცალ ფეხზე დადექი, უნდა დადგე ცალ ფეხზე, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამას საკუთარ თავს არ ვაკადრებთ. არ ვაკადრებთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, არ ვაკადრებთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს კულტურას. ჩვენ სიამაყით ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას, ხალხს”-განაცხადა კალაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share