ქებათა ქებათა ოლიგარქს-ივანიშვილის ალტერნატიული რეალობა.
“ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ ბიძინა ივანიშვილის ქებასა და მისთვის ხოტბის შესხმაში ერთმანეთს ტოლს არ უდებენ, ეს არ ახალი თემაა და უკვე რვა წელია მის შესაფასებლად ქართველ ერს რა ეპითეტები აღარ მოუსმენია, თუმცა არსებობს ისეთებიც, რომლებიც თამამად შეგვიძლია საუკეთესოთა შორის საუკეთესოდ ვაღიაროთ. გთავაზობთ ყველაზე გამორჩულ ქებათა ქებას, რომლებიც “დიდ ილიას”, ან “თუნდაც “ექვთიმეს” მისმა ხელქვეითებმა მიუძღვნეს:
ირაკლი ღარიბაშვილი: “ბატონი ბიძინა ამბობდა. ეს ბრძენი კაცი როგორც ამბობდა, პირველი ორი წელი რთული იქნებოდა და ეს ასეც არის. მომავალი წელი იქნება ძალიან კარგი”.
კარლო კოპალიანი, პარლამენტის დეპუტატი: “მადლობა ბატონ ბიძინას, იმ ადამიანს, ვინც ეს ყველაფერი შექმნა ჩემსა და ჩვენს ირგვლივ”.
თეა წულუკიანი: “ბიძინა ივანიშვილი არის, ამას უკვე სრული სერიოზულობით ვამბობ, ფიგურა ქართულ პოლიტიკურ სცენაზე და რეალობაში, რომელიც არის ერთადერთი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და სტაბილურობის გარანტი”.
“ისეთმა ინტელექტუალმა, როგორიც არის ბიძინა ივანიშვილი, რატომ არ უნდა მისცეს ვინმეს შენიშვნა”?
ზაქარია ქუცნაშვილი: “ბატონი ბიძინა სულ გვასწავლიდა, რომ ადამიანს მიეცით შანსი, რომ სწორ გზაზე დადგეს”.
სოფიო კილაძე: “ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის სიმყარის, განვითარების გარანტი”.
მანანა კობახიძე: “ჩვენ გვყავს ადამიანი, რომლის ფასიც ჯერ შეიძლება ჩვენ კიდევ კარგად არ ვიცით. არც მკვრეხელობაში ჩამითვალოთ და არც გადაჭარბებაში, მაგრამ თავის დროზე ალბათ, როდესაც ილია ჭავჭავაძე თავის პუბლიცისტურ წერილებს აქვეყნებდა, თუ მიმართვებს აკეთებდა საზოგადოების წინაშე მე19-ე საუკუნეში, მას ჰქონდა ძალიან დიდი ფასი და დიდი როლი ჰქონდა მის სიტყვას. მაშინ სხვა დრო იყო. ჩვენ თუ დავაკვირდებით გავა დრო და მივხვდებით ის ვინ იყო“.
კითხვა: ანუ, თქვენ ფიქრობთ, რომ ის 21-ე საუკუნის ილია ჭავჭავაძეა?
პასუხი: ამას ასე პირდაპირ არ ვიტყვი, რადგან ეს მას არ მოეწონება, მაგრამ გავა დრო და მივხვდებით.
ზაქარია ქუცნაშვილი:“ბიძინა ივანიშვილი თავად არის თავისუფლების წყარო და მან თავისი მოქმედებით მოიტანა თავისუფლება ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში”.
მიხეილ ჩხენკელი: “ყველა ადამიანი, რომელიც აგროვებს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ისტორიის, ჩვენი კულტურის საუნჯეს და თვალის ჩინივით უფრთხილდება მას, ჩემთვის თანამედროვეობის ექვთიმე თაყაიშვილია. ასეთი ადამიანია სწორედ ბიძინა ივანიშვილი”.
მამუკა მდინარაძე: “მას აბსოლუტურად ყველანაირი მორალური უფლება აქვს იყოს ის ადამიანი, რომელიც რეგიონებშიც ჩავა, ნებისმიერ ოჯახშიც კარს შეაღებს და თავის აზრს ეტყვის და მე ვფიქრობ, რომ მას ამბიციაც აქვს ბუნებრივად ძალიან ჯანსაღი”.