დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მომხდარ მკვლელობაზე “გურიის მოამბისთვის” დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკითაა ჩადენილი.
გარდაცვლილ 55 წლის მამაკაცს, თავის არეში რამდენიმე ჭრილობა ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული, ათამდე ჭრილობა კი მუცლის არეში ცივი იარაღით.
მისი ცხედარი უკვე გადასვენებულია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში.
ამ დროისთვის ადგილზე ვერავინ ამბობს, თუ რა შეიძლებოდა გამხდარიყო მკვლელობის მოტივი, ან ვინ შეიძლება იყოს მკვლელი, რადგან მეზობლების განცხადებით,
საქმეს თვითმხილველი არ ჰყავს.
“კარგი კაცი იყო. აქ ერთი თვის წინ ჩამოვიდა შვილთან ერთად. ძმის სახლში ცხოვრობდა. ძმას გადაადგილების პრობლემა აქვს და როცა დილით სახლში არ გამოჩნდა მისი ძმა და ძმიშვილი, მეზობლებთან დაიწყო რეკვა, თუ სად შეიძლებოდა ყოფილიყვნენ. მერე ერთ-ერთმა მეზობელმა მკვდარი იპოვა გვერდით ოთახში. მისი შვილის ადგილსამყოფელი არ ვიცით. ის არ გვინახავს”-ყვებიან ადგილობრივები.
მომხდარზე გამოძიება შსს-ს ინფორმაციით, სისხლის სამართლის 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.