ფენილალანინი…..პირველი ნაწილი….-ექიმი მარინა ტოტოჩავა

ფენილალანინი
პირველი ნაწილი
ფენილალანინის შტრიხებს ხშირად ვახასიათებ . მეორე ნაწილში მას ფენილკეტონურიის ჭრილში აღვწერ . ფენილალანინის სრული აღქმა რომ იყოს მედიცინაში, ბევრი —–ცხოვრებით და ჯანმრთელობით უბედური, ბედნიერი იქნებოდა. ძალიან მოკლედ ისევ განვხილავ .მოკლედ იმიტომ, რომ მისი აღწერა არა მარტი მთელი მედიცინაა, არამედ თითქმის, აღქმის მცდელობაა სრულიად სამყაროს.
ფენილალანინის მოშლაა მთავარი მიზეზი ამ დაავადებების დროს———-ჩიყვი, ართრიტი, სკლეროზი, ალცჰაიმერი, დეპრესია ,კუჭ-ნაწლავი, ფილტვები, პარკისონი, შაკიკი, ვიტილიგო, ფსიქოზები ; ნარკოტიკზე, აზარტულ თამაშებზე, სიგარეტზე , სასმელზე დამოკიდებულება და სხვა ბევრი დაავადება. ის, ორგანიზმის ფიზიოლოგიური გენერალია. ფენილალანინის მართვით რომ მიდიოდეს მკურნალობები, მაშინ არ იქნებოდა არც სკლეროზით არც ალცჰაიმერით გაწამებული ადამიანები, არც ამდენი კიბო. ბევრად ნაკლები იქნებოდა თვითმკვლელობები და მკვლელობებიც, რომლის დროსაც მკვლელს ჰაშიმოტოს ჩიყვი აქვს, ფე ნილალანინის სრული მოშლით და ადრენალინური სინდრომით ან ადრენალინური სიმსივნით. მინახია როგორ აწამებდნენ ფსიქოლო გიურად , ვითომ ზედმეტად მზრუნველი მშობელი და პედაგოგები ჰიპერაქტიურ ბავშვს . მშობელმა დაჟინებით მოითხოვა ფსიქიატრი და ბავშვს პოლიციით ემუქრებოდა. სრულიად ადექვატურ ბავშვს ეუხეშებოდნენ. განვითარებულმა ექიმმა იცის , რა აკლია და რა ზედმეტი აქვს ჰიპერაქტიურ ბავშვს. ეს მონაცემები თავს იყრის ფენილალანინის ცვლის მოშლის დიაპაზონში. ამ ქვეყანაში პაციენტის მხრიდან, ბოლომდე მკურნალობის არც კულტურაა და არც შესაძლებლობაა . მაგრამ, რამდენჯერ მოგვიხსნია ექიმებს ალკოჰოლზე და ნარკოტიკზე დამოკიდებულება და დაგვიბრუნებია ნორმალური ცხოვრებისთვის განწირული ადამიანები, ღვიძლის და პანკრეასის ფუნქციური გამოსწორებით ,ფენილალანინის კონტროლის ფონზე . ფენილალანინის ცვლების ბოლომდე დალაგების გარეშე არაფრის მორჩენა არ სრულდება . ანტიდეპრესანტში მიმალული დეპრესიის შემდეგ , ადამიანი არასოდეს არ იქნება ჯანმრთელი. რადგან ხეზე მიბმულივით დაბოღმილი ფარისებრი, რომელიც პრობლემების გადამანაწილებელია ორგანიზმში, დროებით მიჩუმათებულ დარღვევას სხვა ორგანოში გამოკვეთავს რაღაც დროში. დაავადება უარყოფითი ველია .ის არ უნდა მიმალო.
ენდორფინები და ენკეფალინები ბედნიერების ჰორმონებია . დეპრესიის დროს თუ ფენიალალანინის ცვლების აღდგენას დაიწყებ, მაშინ ის გამოცოცხლდება და ბლოკავს ენდორფინების და ენკეფალინების დამშლელ, დამანგრეველ, ადამიანის თვითმკვლელობამდე მიმყვან ფერმენტს——ენკეფალინაზას და დეპრესია და ბევრი ნევროლოგიური დაავადება სკლეროზის და ალცჰაიმერის ჩათვლით ჩერდება . ექიმმა ხელი უნდა შეუწყო, ამ დროს დაჩოქილი ფენილალანინის წამოდგომას, მის მირ ენკეფალინაზას დაბლოკვას, დაცემული ნივთიერებების აღდგენით. დეპრესიის დროს 100 მდე ნივთიერებაა დაქვეითებული ნერვულ უჯრედებში. პათოლოგიური ნგრევის მთავარი ცენტრი ეს არის——ულტრატოქსიკური ენკეფალინაზა , რომელიც შლის და ანგრევს ნერვული ქსოვილის საყრდენ კედელს—– ქოლინს და ენკეფალინებს. ენკეფალინების დაზიანება უშუალოდ ურტყამს და ანადგურებს თავის ტვინს და ნერვულ ქსოვილს; სწრაფად ფიტავს გლიას და ანადგურებს ჰიპოფიზს და ეპიფიზს თავის ჰორმონებთან ერთად. აკატეჰეს დაზიანება ურტყამს და ანგრევს თირკმელზედა ჯირკვალს, რასაც მოყვება წნევა, დაზიანებული კუჭ-ნაწლავი და მაღალი ქოლესტერინი. ენკეფალინაზა ასევე აზიანებს ენდორფინებს, რასაც მოყვება თავის ტვინის და იმუნური სისტემის დაკნინება. შედეგად გადაიხრება ზრდის ჰორმონი, რომელიც კუნთებსა ძვლებზე , ასევე, ცილების შექმნაზეა პასუხისმგებელი. ასევე მოყვება მალუთეინიზებელი და ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონების გადახრა, რაც ღუპავს ქალებში საკვერცხეს და საშვილოსნოს, ხოლოა კაცებში ლიბიდოს და სათესლეს. ეს და კიდევ სხვა დარღვევების თაიგული ბევრ ადამიანშია წარმოდგენილი. ზოგში მკვეთრად ზოგში ლატენტურად. ორივე შემთხვევაში სიცოცხლე მოკლდება. ყველაფერი კი ფენილალანინიდან იწყება. როცა ვერ ხდება ჰორმონალური პრობლემების აღქმა მთლიანობაში ,ადამიანები სულ ერთ მოჯადოებულ წრეზე დადიან , რასაც მოყვება ორგანოების ამოკვეთა. .სეროტონინის სინდრომს და სხვა სინდრომებს მთლიანად მართავს ფენილალანინის მოშლილი ცვლა. თუ ექიმი იმ მიმართულებით წაიყვანს მკურნალობის კურსებს, რომ ფენილალანინს- დააბლოკინებს ენკეფალინაზას, ეს მოიტანს უკიდურესად სასიცოცხლო შედეგებს. გაავებული ენკეფალინაზა, მაქსიმალური ტოქსიურობის პიკშია ამ დროს და ტვინს ქრონიკულად წამლავს. ეს არის ფერმენტი ,რომელსაც ადამიანები ——- თვითმკვლელობამდე, სასოწარკვეთამდე, დეპრესიამდე , დამბლებამდე , ,ინსულტამდე, ინფარქტამდე, სკლეროზამდე, ალცჰაიმერამდე , სეროტონინის გაავებამდე და ბევრ პრობლემებამდე მიჰყავს . ის შუაში ჩეხავს ენკეფალინებს და ენდორფინებს. ანუ კლავს ბედნიერების, სიხარულის, სტიმულის, პროგრესის გრძნობებს . ასამარებს რწმენას და მომავლის სურვილს. ეს ფერმენტი კიბოს მთავარი მასპინძელია ორგანიზმში. ეს თერაპიული ბოროტება მარცხდება , მხოლოდ—– მსოფლიო მედიცინის გრანდიოზული შრომების შედეგით ნაპონვი გზით —– ფენილალანინით და საერთოდ ამინომჟავების დალაგებით—– ბიოქიმიური რეაქციების ჩასწორებით. გ გონიათ არ არის ენკეფალინაზას შემბოჭველი ქიმური წამლები? მაგრამ ვინ მოურჩენია. ალეგორიულად და მხატვრულად რომ წარმოვიდგინოთ, ეს იგივეა —–ვინმემ ,ღმერთს მკრეხელურად რომ გადაუდგეს წინ და უთხრას —-იქით გაიწიე, მე უნდა ვმართო სამყარო. სამყარო ისეთი გენიალური ძაფითაა ნაკერი, რომ ყველაფრის მორჩენა და ყველა მძიმე დაავადებისგან ხსნა წინასწარაა ჩადებული. ხსნას, სამყაროს აკაშა ქრონიკის ცენტში არ უნდა ძიება. ეს გამოცდილი ექიმების ფსიქიკასა და ტვინში დევს. ესაა ნატურალური გზა დარღვეული ბიოქიმიური რეაქციების აღდგენის. რომელიც ფენილალანინს აამუშავებს ადამიანის გადასარჩენად. ანტიდეპრესანტი მისაღებია მხოლოდ, მწვავე ფსიქიკური სტატუსის დროს . სიცოცხლე და ჯანმრთელობა მხოლოდ ამინომჟავების დალაგებით აღდგება .ეს თანამედროვე მსოფლიო მეიდიცინის აქსიომაა.
ბუნების უდიდესი საოცრება ის არის , რომ მხოლოდ ფენილალანინის სრულფასოვანი ცვლის დროს იქმნება ორგანიზმში ნორმირებულად ——–თიროზინი, ინსულინი, მელანინი, დოფამინი, ეპინეფრინი, ადრენალინი და სხვა სასიცოცხლო ფაქტორები. ასევე უამრავი სასიცოცხლო ნივთიერებები და ტვინის და იმუნიტეტის მთავარი მასაზრდოებლები. ასევე ისინი რომლებიც შაკიკის და სხვა დაავადებების დროს ბიოქიმიურად მახინჯდებიან. არასდროს მორჩება შაკიკი ფენილალანინის ცვლების დალაგების გარეშე. tsh შეიძლება ნორმალიზდეს ანალიზში, მაგრამ ადამიანში ინსულინის წარმოება და სხვა უამრავი შტრიხი ფიზიოლოგიიდან დაუბალანსებელი დარჩეს. ვითომ ჩიყვდარეგულირებული ადამიანის ორგანიზმი ყოველდღე დეგრადირდება ,თუ ათვლა, აზროვნება და ფიზიოლოგიური ბალანსირება ფენილალანინზე არ მოხდა . პოდაგრა სანამ არის ,ფარისებრში მხოლოდ ზედაპირული გაუმჯობესებაა. არასოდეს გახდება ფარისებრი საოპერაციო , თუ ფენილალანინი დაბალანსდება .ნებისმიერ უტვინო ქმედებამდე მისვლა იმის დასტურია, რომ სამყაროს სიკეთე ვერ გამოიცანი. ყველაფრის შველა ჩადებულია ამინომჟავებში. თანამედროვე მეცნიერები ამინომჟავებს უფლის გზავნილს ეძახიან.მ ა ქვს თუ არა პაციენტის ამინომჟავების ანალიზი, მიუხედავად ამისა ,მკურნალობის სტრატეგია მათზე მაქვს აწყობილი. მთელი ცხოვრება დღედაღამ ვმუშაობდი მათი ფუნქციების გამოცნობაზე ,
არასოდეს დაგემართებათ—–წნევა , დიაბეტი და კიდევ უამრავი დაავადება თუ ამინომჟავების ცვლა რეგულირებული იქნება. ვერასოდეს დაიკლებს ძლიერ მსუქანი, ფენილალანინის დარეგულირების გარეშე. ჟანგვა -აღდგენის სწორი მართვა და მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის ბოლომდე გასწორება მხოლოდ ფენილალანინს შეუძლია. ყველა ქრონიკული ტკივილის საათავე ამ ნივთიერებაშია. ბავშვის——ზრდის, მეტყველების ან სხვა გონებრივი პარამეტრების ჩამორჩენილობის სათავე ამ ნივთიერებაშია. ასევე ალოპეციის, თმის ცვენისაც . ფე ნილალანინი ამინომჟავაა —-ერ ფენილ ა ამინოპროპიონიოს მჟავა. გენს , რომელიც კოდირებს ფენილალანინის ბიოსინთეზის ბიოქიმიურ ბილიკებს, თანამედროვე მედიკოსები, ბიოლოგები და ბოტანიკოსები სამყაროს ევოლუციურ საათს უწოდებენ. იმდენ საათს იცოცხლებ, რამდენ საათსაც იმუშავებს ფენილალანინი. მისი ისრის ბოლო რგოლიც რომ მოიშლება ადამიანი კვდება.
ჰორმონული ბალანსის და ამინომჟავების დალაგების გარეშე არცერთი დაავადება არ მორჩება სრულყოფილად , დარჩება დაზ იანებული ჟანგვა-აღდგენა და მუდამ ახალი დაავადების მიმღებლობის შანსი. ფენილალანინის მცირე დალაგების გარეშე მაინც, მეტაბოლიზმი არ ც კი დაიძვრება. ქოლესტერინის სიჭარბე შეიძლება სტატინით მიმალო, მაგრამ უეცარი სიკვდილის რისკი მანამ რჩება, სანამ ექიმს მკურნალობის სქემებში ფენილალანინის ცვლის დარეგულირებაზე და ოქსიდაციური სტრესის შემცირებაზე არ ექნება აქცენტი. ფსიქიკური დაავადება არ გაუმჯობესდება ფენილალანინის ცვლის გამოსწორების გარეშე.
დაავადებებს ბევრი მიზეზი აქვთ ,მაგრამ მთავარი ნგრევა ამ მიზეზიდან მოდის——–დარღვეული ფენილალანინიდან ამინომჟავა თიროზინ ი რომ ვერ წარმოიქმნაა. სწორედ ამიტომ გაქვს ჰოპოთირეოზი ან სხვა ჩიყვიც. ფენილალანინის დარღვეული ცვლა, რომ ვერ ქმნის დოფამინის და ადრენალინის სწორ ფიზიოლოგიურ ციკლებს—– ამიტომაა დეპრესია. სკლეროზის და ალცჰაიმერის დროს, ადამიანი ხშირად ადექვატურად მოქმედებს ,მაგრამ არ ახსოვს ვინ ხარ . რადგან, ამ ნივთიერების მოშლილი ფრაქციები დოფას ვერ ქმნიან. არ არის დოფას სწორი სინთეზი ——— არ არის მახსოვრობა. დარღვეული კონკრეტული ცვლები ფენილალანინის——— ეს არის ფსიქიატრიული დაავადებები. ჰიპოფიზის და ამ ნივთიერების კონტროლი თუ არ დაურჩა ადამიანს , მას დიაბეტი არასოდეს არ გაუუმჯობესდება. დემენციის მიზეზი ცნობილია ——ფენილალანინი ვერ გარდაიქმნება თიროზინად. როგორ გარდაიქმნება ———ეს განვითარებ ულმა , დიდი ხნის პრაქტიკის მქონე ექიმებმა ზუსტად იციან. ვის მოურჩენია შაკიკი ფენილალანინის ცვლების დალაგების გარეშე ან სეროტონინის სინდრომი ან სხვა მძიმე დაავადებები?——–არავის. მელანინი, რომლის ცვლის დარღვევაა ვიტილიგო, ფენილალანინისგან წარმოიქმნება .მელანოგენეზს მართავს ეპიფიზი და ჰიპოთალამუსი ფენილალანინის დირიჟორობით და ფიზოლოგიური არანჟირებით.
ორი ახალგაზრდა ავარიაში მოხვდა .ერთს მალე შეუწყდა სისხლდენა , მეორეს არა და დაიღუპა . ის დაიღუპა , რომელმაც მეტი სისხლი დაკარგა და ვერ გაუჩერდა სისხლდენა ,რადაგან ჰქონდა ფენილალანინის მოშლილი ცვ ლა და მისგან დოპამინის წარმოქმნის უნარის დაქვეითება . ამის გამო მცირე დოპამინმა , დაწყებული მკურნალობის ფონზე ც ვერ წარმოქმნა საჭირო თრომბოქსანი და ვერ ჩაკეტა სისხლმდენი სისხლძარღვი.
კანის ყველა დაავადება—–ეგზემა, ფსორიაზი და სხვა, ფენილალანინის ფიზიოლოგიური მ ოშლაა. მცოდნე ექიმისთვის ყველაზე საფრთხილო მედიკამენტია დასანიშნად, ისევე როგორც სხვა ამინომჟავები. .ვინც მეტი იცის მედიცინაში, იმას მეტი ეშინია, რომ ადამიანი არ დააზიანოს . გამოუცდელი ექიმი ლითიუმსაც ვალერიანის სისწრაფით ნიშნავს. თუმცა უნივერსალ და გაშინაურებულ ვალერიანსაც სჭირდება ზუსტი განსაზღვრა და მორიდება. უდიდესი ფუნქციების, უძლიერესი ამინომჟავა ვალინი, ბოლომდე რომ გაშიფრა თანამედროვე მეცნიერებამ, მას ზუსტად ვალერიანის გრაფიკული ფორმულა აღმოაჩნდა. ფ ენილალანინი არის, ეპიფიზის საშუალებით ,სამყაროს და ბუნების ძალების ფიზიოლოგიური ინფორმატორი ორგანიზმში. ის ანაწილებს სიცოცხლის წლებს და აძლევს ადამიანს არსებობის შესაძლებლობებს . მედიცინა, თითოეულ პ აციენტში სამყაროს ამოცნობის დიდი ხელოვნებაა . დაავადება არ არის მარტო დისკომფორტული ფიზიკური აღქმები . ეს არის დადებითი და უარყოფითი ველების ბრძოლა. ეს არის , ქვეცნობიერის და ანატომიური ზიანის სინთეზი ადამიანში. ბევრი წლების განმავლობაში ,ყველა დაავადების ქარტეხილმა უნდა გადაიაროს ექიმის თავზე და ფსიქიკაზე, ფენილალანინი რომ აღიქვას სამყაროს ასპექტში. ფენილალანინის ნაკლებობის ნიშნებია ——-მეხსიერების კლება, ქრონიკული ტკივილი, დეპრესია, წონის ძლიერი დაცემა . მისი სიჭარბის ნიშნებია——- სიმსუქნე ,რომელის კლება დიეტას არ ექვემდებარება, ნერვული დაავადებები , ფსიქიკური დაავადებები, მეხსიერების კარგვა, პარკისონი, ჰორმონული პრობლემები, ალცჰაიმერი, ვიტილიგო, ეგზემა, ფსორიაზი, შაკიკი , ართრიტი, კიბოს ყველა ტიპი და სხვა. უფრო ზუსტად ამ ყველაფრის მიზეზი მისი ცვლების მოშლაა. ფენილალანინი თიროზინად გარდაიქმნება ღვიძლის ჰეპატოციტებში ——ფენილალანინჰიდროქსილაზას მიერ. მისი პრობლემის დროს ღვიძლის 50 ზე მეტი ფუნქციაა მოშლილი. ღვიძლში წყდება ——ადამიანი რამდენ ხანს იცოცხლებს. არცერთი მძიმე დაავადება არ იქნება, თუ ადამიანს ჯანმრთელი ღვიძლი ე ქნება. აბსურდია ნებისმიერი დაავადების მკურნლობა ღვიძლის ფონის გაუმჯობესების გარეშე. ფენილალანინს მუდმივად უჭირავს ხელში თიროზინი .თიროზინი მართავს ფარისებრს . ფენილალანინის და თიროზინის ცვლის დარეგულირების გარეშე, ფარისებრის არცერთი პრობლემა ბოლომდე არ მორჩება. უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება ბიოქიმიიდან. მაგალითად, მხოლოდ ფენილალანინის სწორი ცვლის დროს წარმოქმნილი მაგნიუმის ქლორიდია ჯანმრთელობის გარანტი. სხვა შემთხვევაში მაგნიუმი , ბევრ ნორმას გადახრის და მათ შორის კენჭის ჩალაგებას შეუწყობს ხელს . თუ ფენილალანინი ს ც ვლა ნორმაშია , მაშინ მაგნიუმის ქლორიდი————ეღობება კიბოს,ინსულტს, მაღლა წევს იმუნიტეტს, აკონტროლებს შარდმჟავას და აღარ არის პოგადრა ; სახსრებს იცავს , აცილებს ჩიყვს ადამიანს, წმენდს სისხლს, აძლიერებს გულს, აცილებს დეპრესიას ;დაბლა სწევს ჭარბ ქოლესტერინს;ა წესრიგებს კუჭ-ნაწლავს; აჩერებს პროსტატისდა ნაწლავების კიბოს; აჩერებს დაბერებას ;აჩერებს ძვლების და სახსრების დაზიანებას და ოსტეოპოროზს . რამდენად სასწაულად და გადაჭარბებულად არ უნდა მოგეჩვენოთ მაგნიუმის ეს სასწაულმოქმედი თვისებები—-ეს რეალობაა და მსოფლიო მედიცინის აქსიომაა. მაგრამ, ეს ხორციელდება მხოლოდ ——-ფენილალანინის სრულყოფილი ცვლების ფონზე. რაც უფრო იშლება ფენილალანინის და თოიროზინის ცვლა ,მით უფრო კარგავს კაცი ლიბიდოს .სექსუალური შესაძლებლობების ხარისხი მთლიანად ამ ორი ამინომჟავიდან მოდის.
რამდენი ოჯახი დანგრეულა იმის გამო, რომ კაცი ზედმეტად ფიცხია, აგრესიულია და ქალზე ძალადობს. ამის მთავარი მიზეზი მოშლილი ფენილალანინია .რადგან ამ ფონზე ფენილალანინის მიერ წარმოებული ადრენალინი ,სწორი ფიზიოლოგიური დინებიდან ამოვარდნილია. მხოლოდ მაღალი დონის მედიცინაა ძალადობის შეჩერების და განეიტრალების უმტკიცესი გარანტი . ძალადობაზე, უამრავ პროგრამაში მილიონებია ჩადებული დ ა ძირითადად, მხოლოდ საუბრებია. ფსიქიკადანგრეული, ნაცემი ქალის დროებით კომფორტულ ბინაში შესახლებას , სჯობს რომ თავში გადაწყდეს ეს პრობლემა და ოჯახმა ტკბილად იცხოვროს .ქალი თავიდავნე დაცული იქნება სიკვდილისგან. ანუ მამაკაცმა ძალადობის გამოვლინებამდე იმკურნალოს.
ნარკოტიკზე, ალკოჰოლზე აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება არასოდეს მოიხსნება —ფენილალანინის ცვლის დარეგულირების დაწყებამდე. კიბოს არდამართება და ნებისმიერი მძიმე დაავადებების მორჩენა, დგას ამ ნივთიერებების ნორმაზე——- ამინომჟავები, პროსტაგლანდინები, ლეიკოტრიენები, ციტოკინები ,ინტერფერონი, სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი ალფა, სიმატოტროპინი, სომატოსტატინი , ინსულინი , აკატეჰე ,კორტიზოლი და სხვები. მათ დარეგულირებას სინქრონულად მოყვება ათასობით პარამეტრის გამოსწორება. მაგრამ, არცერთი არ დარეგულირდება ფენილალანინის ცვლის ნაწილობრივი გამოსწორების გარეშე მაინც. გლიოზი არ გაჩნდება თავის ტვინში , თუ ფენილალანინის ცვლა არ არის მოშლილი. გამორიცხულია, რომელიმე ორგანოს ამოკვეთა დარჩეს საჭირო და ფენილანინის დიდი პრობლემა არ იყოს მთავარი მიზეზი. სმენა, მხედველობა, გონება პირდაპირაა ამინომჟავებზე დამოკიდებული. ამინომჟავების დირიჟორი კი ფენილალანინია. სიმსუქნე, დიაბეტი ,პანკრეასის , ღვიძლის,ნაღვლის ბუშტის, კუჭ-ნაწლავის პრობლემა ;სისხლძრღვების, სისხლის დაავადებების, ,ვენების და თრომბის პრობლემა, არასოდეს გადაწყდება მის გარეშე სრულყოფილად .რადგან ფენილალანინი ქმნის ინსულინს და იმ ფაქტორებს , რაც თრომბს არეგულირებენ.
რამდენი ოჯახური ტრაგედია მომხდარა დიდი თანხის წაგების შემდეგ, თუნდაც ოჯახი გადამხდელიც რომ ყოფილა. მაგრამ ახალგაზრდები ამ დროს თავს იკლავენ ფენილალანინის ცვლის უკიდურესი მოშლის გამო. ფენილალანინის სრული დაკეტვის დროს, თვითმკვლელობის ბოლო წუთებში, ყველა იმედი ქრება და ადამიანი უკვე იმითაა ბედნიერი, რაც მეტს დაუშავებს თავს.
ოჯახმა ჭამა შეუმოწმებელი ,ტყეში მოკრეფილი სოკო. ორი მოკვდა ორი კი გადარჩა. ის გადარჩა ,ვისაც ფენილალნინის ცვლა არ ქონდა მოშლილი.
ორმა გაიკეთა ნარკოტიკი . ერთი მოკვდა. მეორე გადარჩა იმიტომ, რომ ბოლომდე არ ჰქონდა ფენინილალანინის ცვლა მოშლილი.
ფენილალანინი მბრძანებელია მედიცინის. თუ ყველა დაავადებას ამინომჟავების ჭრილში არ გავატარებთ, მითუმეტეს, ფენილალანინს არ გავაანალიზებთ ,მკურნალობა დროებითი იქნება. ფენილალანინის, ტრიფტოფანის და თიროზინის ურთიერთობა უფლის დისკუსიის ცენტ ს ჰგავს. ისინი წყვეტენ ნეიროტრანსმიტერების ბედს. ნეიროტრანსმიტერული სიგნალის სწორად განხორციელება ნიშნავს—– ნებისმიერი ორგანოს ჯანმრთელ მუშაობას. ფენილალანინის ბალანსირებული შემცველობის გამო აღიარა თანამედროვე მედიცინამ ფლავონოიდები კიბოს დამმარცხებლად. უამრავი კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტი ამერიკასა და ევროპაში ჟოლოსა და სხვა ფლავონოიდურ ხილზე შეიქმნა და იქმნება.
დაივიწყეთ ფარდები. შემოუშვით ოთახებში მეტი სინათლე. ფენილალანინის ჯგუფის ამინომჟავების არომატული რგოლები უხვად ითხოვენ და იწოვენ ულტრაიისფერ სინათლეს. ყველანაირი მიკრობი სიბნელეში მრავლდება . ჯანმომ საქართველო მოწინავე რიგებში გადაიყვანა ტუბერკულოზის სტატისტიკაში. ლატენტური ტუბი უამრავ ადამიანს აქვს. რადგან ,ამ ამინომჟავის ცვლა უამრავს აქვს დარღვეული. ბალანსირებული ამინომჟავები კურირებენ და აკონტროლებენ სიცოცხლეს , სრულყოფილ განვითარებას, პერსპექტიულ უნარებს, გონების სიჯანსაღეს. მტკიცედ ეღობებიან კიბოს შემოღწევას. ქოლესტერინი ანალიზშიც რომ გამოსწორდეს მის მავნე შედეგებს——–გულის დაზიანებას, ინფარქტს, ინსულტს ,ბოლომდე მხოლოდ ამ ნივთიერების ცვლის აღდგენის შემდეგ აიცილებ. ფენილალანინის მოშლა იწვევს ყველაზე ტოქსიკურად მოქმედი მჟავები ს დაგროვებას და გამწვავებულ გენეტიკურ დაავადებებს. თუ—–ბავშვი, წლამდე ,სათამოშოთ ნაკლებად ინტერესდება ან თავის დაჭერა დააგვიანდა ; თუ წლის შემდეგ მეტყველებაში ჩამორჩენაა ან კრუნჩხვაა ან სხვა ნევროლოგიური გამოვლინება ან ხშირად ტირის ან ხილს არ ჭამს——-ეს ფენილალანინის მოშლაა . ამაზე მეორე ნაწილში ვისაუბრებ.
ყველა ნევროლოგიური გადახრა ფენილალანინის მბრძანებლობის ტერიტორიაა—– შურიანი ან უხასიათო, ბუზღუნა სოციოპათიდან და წყებული ——- ფსიქიატრიულის პალატამდე. ალცჰაიმერს, სკლეროზს, დემენციას ყოველთვის შეაჩერებ თუ მართავ ფენილალანინს. ასევე აუცილებლად გადააფიქრებინებ ადამიანს თვითმკვლელობას, უკიდურესი უბედურების შეგრძნების დროს.
როგორ ვმართო დაავადება—– ეს კითხვა იგივეა, რაც——–როგორ აღვადგინო ფენილალანინის დარღვეული ცვლა. როგორ მართო ფენილალანინი , ეს მთელი მედიცინაა და ყველა დაავადების მორჩენის საიდუმლო ამაში დევს .ექიმებს გამრავლების ტაბულასავით უნდა გვახსოვდეს———რომ ფენილალანინი ქმნის თიროზინს ,თიროზინი ისე პატრონობს და აკონტროლებს ფარისებრს ,როგორც დედა წლამდე ბავშვს . ფენილალანინისგან სწორად შექმნილი თიროზინი, ქმნის ყველა ჰორმონს და ტვინის–ყველა მთავარ ნივთიერებას. ამერიკის კარდეოლოგთა ასოციაციის და სხვა მეცნიერების უდიდესი, ხანგრძლივი შრომების შედეგად მსოფლიო მედიცინამ უკვე ღიად გამოიტანა დასკვნა, რასაც მარტივად გადმოგცემთ——– გულის სტენტირება იმიტომ დაგჭირდა ,რომ ფარისებრის დაზიანება იყო, კერძოდ, ფენილალანინის და თიროზინის ცვლები იყო მოშლილი. იგივე დასკვნაა სახსრებზე და სხვა . დღეს ადამიანების, მათ შორის ახალგაზრდების უდიდესი პროცენტი ჰორმონული მოშლის გამო რომ იტანჯება , ამის მთავარი მიზეზი ფენილალანინის და თიროზინის დაზიანებაა. ეს დიდი სიაა ———დეპრესია, ნევროზები, ჰირსუტიზმი——გოგონათა ბეწვიანობა, მკერდის მოკვეთამდე მისული მასტოპათიები; საკვერცხეების, საშვილონოს დაზიანება; ფსიქიკური პრობლემები, სიმსუქნე, უნაყოფობა, სექსუალური გადახრები, სქესის მოულოდნელი შეცვლა, სექსუალური დარღვევები, კაცის პოტენციის დაცემა; აზარტულ თამაშებზე, პლანზე, ნარკოტიკზე, ალკოჰოლზე დამოკიდებულება და სხვა , რომელთა სათავეში მოშლილი თიროზინი და ფენილალანინი დგანან. ნებისმიერი დაავადების დროს, თუ სამიზნეზე უპირველესად არ გვეყოლება ფენილალანინი და თიროზინი ——- მაშინ ვერაფერს ვერ მოვარჩენთ სრულფასოვნად. ადამიანს ხშირად ისე აქვს იმუნიტეტი დაცემული, მოშლილი ეკოლოგიის და შიმშილის ფონზე ,რომ ფარისებრის პრობლემის დროს , tsh ანალიზში ნორმად იკვეთება . ამ დროს ფარისებრის კონტროლს თავს ანებებენ და ეს საბედისწერო შეცდომაა. თუ ექიმს ფენილალანინის და თიროზინის სწორ ცვლაში ეჭვი ეპარება, ფარისებრი სხვა ორგანული პარამეტრებით უნდა შეაფასოს. მითუმეტეს, კლასიკურ მედიცინაში ცნობილია, რომ სუბკლინიკური ფორმების და საერთოდ ჩიყვის ზოგი მძიმე ფორმის დროს tsh ნორმაა . რამდენ ადექვატურ ქალს გიჟის სახელი დაერქვა, მშობიარობის შემდეგ, როცა ფენილალანინის მოშლის გამო ჩიყვი ფარულად მიდიოდა. ჰიპოფიზი ყოველთვის არ არის იმ განწყობაზე, რომ ყველაფრის ღია პრეზენტაცია გააკეთოს. თუ ფენილალანინის მოშლა და ჰორმონული დისბალანსია, ჰიპოფიზი სრულ ინფორმაციას ვერ მოგაწვდის , არც ფარისებრის ექოს ეკრანზე და არც სისხლიდან. რადგან, ამ დროს მას თავად უჭირს და გამოხატვა არ შეუძლია. ექიმმა ფარისებრი , სხვადასხვა გამოვლინებიდან უნდა შეიგრძნოს. მისი კვა ლის გარეშე გაციებაც არ არსებობს. თუ ადექვატურია საზოგადოება, უნდა განსხვავდეს ——- იმიტაციური ,დროებით მორჩენა, ადამიანის ბიოქიმიური რეაქციების დაბალანსებისგან, რომელიც მუშაობს ხანგრძლივ სიცოცხლეზე. თუ ჩიყვის მკურნალობისას, მხოლოდ იოდის პ რეპარატებზეა აქცენტი და ზევით ახედვა არ ხდება მთავარი მიზეზისკენ, ეს ძალიან შეზღუდული გააზრებაა საკითხის. მარტო იოდი თავის გზას ვერ იპოვის, თუ მას კომბინაციურად არ ახლავს ამ დროს მოშლილი ცვლების დამბალანსებლები. თიროზინზე მეტი ინფორმაციის თვის იხილეთ ჩემი სტატია —-ამინომჟავა თიროზინი.
გაგრძელება იქნება.
მარინა ტოტოჩავა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share