უმკურნალოდ მიტოვებული გლიოზი———–უდროოდ გაფრენილი სიცოცხლე
სამ გოდორად გადაქცეული, სამი ყველაზე არისტოკრატი ორგანო.
იგნორირებული ტვინის გლიის და ჰიპოფიზის გამო დაკარგული ორგანოები
გლიოზიდან——— სკლეროზამდე , ალცჰაიმერამდე და ინსულტამდე
აკადემიურ მედიცინაში უამრავი სამედიცინო თეორემა თუ ბიოქიმიურ-ფიზიოლოგიური მტკიცებულება დადასტურებულია. მაგრამ, მეორე და უმთავრესი პრობლემაა ამ სასიცოცხლო აღმოჩენების და დასკვნების , ექიმის მიერ ანალიტიკურად გააზრება და პაციენტის სასარგებლო დ გამოყენება. მკურნალობა , თითოეულ ადამიანში სამყაროს ამოცნობის ხელოვნებაა. არ შეიძლება ინკუბატორის წიწილებივით ზუსტად ერთი და იგივე მკურნალობა დაენიშნოს, ერთ დაავადებაზე სხვადასხვა ადამიანს. ადამიანი ერთ სრულ ჰარმონიაზე აწყობილი მკვეთრად ინდივიდუალური სისტემაა. ერთი ორგანოს დაავადების დროს, მეტ-ნაკლებად ყველაა ჩართული. არ შეიძლება კარდეოლოგმა უთხრას პაციენტს—–შეწყვიტე და მხოლოდ გულის ჩივილებზე მითხარიო. ან გასტროენტეროლოგი ,მხოლოდ, კუჭ-ნაწლავში ჩაიციკლოს და სხვა. რადგან, ყველა ორგანო ტვინიდან იმართება. ეს თანამედროვე მსოფლიო მედიცინის დოგმა და პოსტულატია.
იმისათვის რომ დიდხანს იცოცხლოდ და ქრონიკულად არ იავადოთ უამრავი დაავადებით, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიგოთ, რომ ———–ყველაფერი, ყველა პათოლოგია ორგანოთა ნებისმიერ სისტემაში ,იწყება –ეპიფიზიდან, ჰიპოფიზიდან, ჰიპოთალამუსიდან. ანუ ყველაფერს ბატონობს და აკონტროლებს ტვინი. რადგან, ეს ორგანოები თავის ქალაშია. მაგალითად, აბსურდია , ჭარბ ქოლესტერინზე მკურნალობა, თუნდაცეს,არასტანდარტული,ულტრათანამედროვე მეთოდით—-მეთიონინის ფრაქციის აღდგენით დაიწყოს და ბოლომდე, დარღვეული ბიოქიმიური რეაქციების გამოსწორებით მიდიოდეს, თუ სათავო მიზეზები ჯერ ამ სამეულში არ განვსაზღვრეთ.
ომეპრაზოლზე შესმული ადამიანი , სიმჟავეს მხოლოდ დროებით მიმალავს რადგან, სისხლის და შარდის მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის სათავე ჰიპოფიზშია. ისევე როგორც ჩიყვის სათავე. ღვიძლის , ენდოკრინული მოშლის და კუჭ-ნაწლავის დაავადებათა მიზეზი პანკრეასშია. პანკრეასს, თემიდასავით ხელში უჭირავს კუჭ-ნაწლავის სისტემის ყველა დაავადება—- ღვიძლიდან დაწყებული ჰემოროის ჩათვლით. მაგრამ, პანკრეასის ინსულინის ფსიქოლოგიური და ნეიროფიზიოლოგიური მოქმედების უკან თირკმელზედა ჯირკვალი დგას თავისი სასიცოცხლო ჰორმონებით. მის უკან კი, ამინომჟავები და ცილები დგანან, სამყაროსაგან მონიჭებული სასიცოცხლო ფუნქციებით და ყველა ადამიანზე წინასწარ ჩაწერილი სიცოცხლის ისტორიით– დაბადებიდან სიკვდილამდე . ამ ყველაფერს ორგანიზებას უკეთებს ტვინის გლია—- ჰიპოფიზით, ეპიფიზით და ჰოპოთალამუსით. ფეხის თითში ჩხვლეტის შეგრძნებაც არ არის მათ გარეშე.
ბავშვობიდან გვახსოვს ზღაპარი სამეფო სამ გოდორაზე. ილუსტრირებული პატარა გამოცემა, სადაც გარეკანზე , სამი ფიზიოლოგიურად გადაგვარებული კაცი ეხატა—– დიდი წონით, დეფორმირებული, გიგანტური ლოყებით .ტიპური მაგალითი ბოლომდე მოშლილი კოტიზოლრეზისტენტობის და ინსულინრეზისტენტობის. თუ სხვადასხვა ორგანოს მკურნალობა ლოკალურად მოხდება , მექანიზმის რეტროსპექტული გააზრების და სათავო მიზეზების იგნორირებით——— სამყაროდან სიცოცხლის ყველაზე პლასტიკური და მობილური ელჩები -ჰიპოფიზი, ეპიფიზი და ჰოპოთალამუსი ფიზიოლოგიურად მოშლილ სამ გოდორას დაემსგავსებიან და ადამიანის ცხოვრების ხანგრძლივობაც მინიმუმზე დავა. რადგან ,ორგანიზმში ისინი ახდენენ სიცოცხლის არანჟირებას ყველა პრობლემის დროს .ჰიპოფიზი დიდხანს ითმენს მოშლილ მეტაბოლიზმს და შემდეგ —დიაბეტით ჩიყვით,პოდაგრით, თირკმლის დაავადებით ან სხვაა პათოლოგიიით გამოხატავს. შაკიკი ,პოდაგრა, ეგზემა, ფსორიაზი, ასთმა, ვიტილიგო, ფილტვის დაავადება , ღვიძლის და ნაღვლის პრობლემა, კენჭოვანი დაავადება და კიდევ უამრავი პათოლოგიის სწორი მკურნალობა სამეცნიერო საფუძვლით და სიცოცხლისათვის ბრძოლა, ამ სამეულიდან და მათი ბაზისიდან— ტვინის გლიიდან იწყება. ეს რომ ასე ყოფილიყო უხშირეს შემთხვევაში , მაშინ მედიცინაში არ იქნებოდა ამდენი კიბო; ამდენი ამოკვეთილი—–საშვილოსნო, თირკმელი, ნაღვლის ბუშტი, მკერდი და სხვა.
გლიოზზე ხშირად ვსაუბრობ. ჩვენს პირობებში გამომდინარე იმ დიდი სასოწარკვეთიდან, როცა გლიოზი უხშირეს შემთხვევაში —–ეს არაფერიას —-ჩამონათვალში შევიდა , ამ სტატიაში ისევ განვმარტავ ტვინის გლიას და გლიოზს, უფრო სხვა მხრიდან მეტი გაგებისთვის. გლიოზი, დამახინჯებული ბიოქიმიური სამჭედლოა ,სადაც მუდმივად ნებისმიერ პროვოცირებაზე ,თუნდაც გაციების დროს,იბადებიან მომწამლავი ტოქსინური ნივთიერებები, გადახრილი ლეიკოტრიენები და სხვა , სიცოცხლის შემზღუდავი წამონაქმნები.
ადამიანის დარჩენილი სიცოცხლის გახანგრძლივება და გაუმჯობესება რომ შეძლოს ექიმმა, მან ტვინის სასიცოცხლო შესაძლებლობების შეფასებით და მისი მართვით უნდა დაიწყოს. გლიოზი, სადაც უბრალო პრობლემად არის ჩათვლილი ,იმ არეალში ადამიანებს სრულფასოვანი ჯანმრთელობა ვერ ექნებათ. ის შედეგია ,ცენტრალური ნერვული სისტემის მწყობრიდან გამოსვლის. გლიოზის ფონის გამოხატულებებია—– მაგალითად პიროვნება, რომელსაც აქვს—ან ქოლესტერინის სიჭარბე ან შაკიკი ან გულის პრობლემითაა ადამიანი, რომელსაც ჰგონია ,რომ სტენტირებით, ჯანმრთელობის გამოსწორების საქმე დაასრულა ან აწუხებს დილაობით მსუბუქი თავის ტკივილი ან სიმსუქნისგან წუხდეს ან წნევა აღენიშნება , თუნდაც პერიოდული ან ტინიტუსი და სხვა. ნაღვლის ბუშტის და ღვიძლის დაზიანების, ასევე ფარისებრის პრობლემის და თუნდაც პერიოდული წნევის და მითუმეტეს, შაკიკის დროს ყოველთვის ლატენტური ან გამოკვეთილი გლიოზია. ამიტომ არის, ყველა ინსულტის ანამნეზში -დაავადებული ნაღვლის ბუშტი და ღვიძლი. ანუ გლიოზი ყველანაირ გამოვლინებებს შეიძლება ქმნიდეს. . გლიოზის დროს შეიძლება არ ხმაურობდეს ადამიანის ჩივილები, როგორც სხვა დამძიმებული პრობლემებისას. გლიოზის ფონის, მითუმეტეს გლიის დასუსტების გარეშე, არ არსებობს —————კიბო, უეცარი სიკვდილი, ოპერაციის საჭიროება და საერთოდ ნებისმიერი პრობლემური დაავადება. რადგან , ყველა დაავადება ტვინის გლიის ფიზიოლოგიური დესტრუქციით იწყება. სანამ ტვინის გლია ჯანმრთელია ,არანაირი დაავადება არ არსებობს. ტვინის გლიის სხვადასხვა უბანს დავალებული აქვს კონტროლი სხვადასხვა ორგანოზე. გლიოზი ,გლიაში შეხორცებული ნაწიბურია, რომელმაც გახეთქილი სისხლძარღვი შეაწება და ადამიანს სიცოცხლის შანსი კიდევ მისცა. გლიოზის კერაში წარმოქმნილი გადახრილი ლეიკოტრიენები —– აბრკოლებენ სისხლის მიმოქცევას , აზიანებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემას და ბოლომდე ანადგურებენ სისხლძარღვებს . ამიტომ, გლიოზის ფონის დროს ხშირადაა ის დაავადებები , რომელთა მექანიზმში გადახრილი ლეიკოტრიენები ორგანოებს აზიანებენ——მწვავე ან ქრონიკული რინიტები ,ტინიტუსი, სახსრების დიდი პრობლემები, დაზიანებული ნაღვლის ბუშტი და ღვიძლი ,წნევა ,ჩიყვი, შაკიკი , თრომბული სისხლძარვები და სხვა . თუ ფარისებრის პრობლემის ფარული ან ღია ფონია და გაჩნდება ფარული ან ღია გლიოზი, გამორიცხულია ამ ადამიანს გულის სტენტირების ოპერაცია არ დასჭირდეს. რადგან ,გლიოზი ბოლომდე ანადგურებს სისხლძარღვებს. დილაობით ცოტა თავი გტკივა. სვამ ყავას .მოჯანსაღდები და გააგრძელებ სიცოცხლეს. არ იბრძვი ჯანმრთელობისთვის ან ვიღაცამ გითხრა ——-ეს არაფერიაო . ტვინის გლია ამ დროს ,თანდათან ჩაშლისთვის ემზადება. ყოველი ახალი გახანგრძლივებული თუ მცირე თავის ტკივილი, ტვინის გლიის მეტი დაშლის პირობაა. დასუსტებული გლიის , მითუმეტეს ,თანდართული გლიოზის ფონზე———სტრუქტურულად იშლება ერითრიციტები და ანემიებია. ყველა აუხსნელ ანემიას ყოველთვის, ტვინის გლიის გამოფიტვის და ხშირად მძიმე გლიოზის ფონი აქვს. არტერიები და სისხლძარღვები ათეროსკლეროზული ხდება და თრომბირებისთვის განწირულია, ღვიძლი ფარულად იშლება და მისი ჰეპატოციტები თანდათან მცირდებიან; .ქოლესტერინის სიჭარბე ქრონიკულ ხასიათს იღებს. გულის სარქვლები ზიანდება და ნაადრევი ინფარქტები და ინსულტებია. დეგრადირდება ამინომჟავები და შესაბამისად ,ფარისებრის დაავადებებია. ბოლომდე იშლება ჰორმონული ცვლა. ეს არცერთი არ მოხდება ტვინის გლიის დაკნინების ანუ ამინომჟავური დისბალანსის გარეშე.
ტვინის გლიის გამოფიტვა ხან გლიოზური შედეგით, ყველა ნეიროდეგენერაციული დაავადების———სლეროზების , ალცჰაიმერის, პარკისონის , ფსიქიკური დაავადებების , ნევროზების, ფსიქოზების , დეპრესიის , დემენციის ბუნებრივი ბაზისია. გლიოზი ლოკალური კლასიკური სკლეროზია. გლიოზის სახით ტვინის უბანი სკლეროზულია, რომელსაც ფიზიოლოგიურად უნდა ეპატრონა კონკრეტული ორგანოსთვის. ის ორგანო უკვე განწირულია, თუ მას გლიის ის მონაკვეთი აინერვირებს სადაც გლიოზია. .გლიოზი არის ინსულტის სტარტი. იმუნიტეტის შემქმნელი და ტვინის გლიის და ორგანოების დამცველი გლიის ასტროციტები გლიოზის დროს,პირიქით, ორგანიზმის განადგურებაზე მუშაობენ. არანატურალური კვების და არასწორად ნამკურნალები დაავადებების ფონზე ეს პროცესი უფრო მძაფრია. გლიოზის დროს გამოფიტული გლიის მკვდარი ნეირონები კერებს ქმნიან. გლიოზი უამრავ ადამიანს აქვს. ზოგმა არ იცის რა არის. ზოგს კი უთხრეს ეს არაფერიაო . გლიოზის კერაში თავისთავად, აღარ არის ცილები და ამინომჟავები. ის კერა ბოლომდე ჩაშლილი და ფუნქცია დაკარგულია. ტვინი ამ მიდამოებში ლოკალურ ლპობას განიცდის. ტვინის გლიის სხვადასხვა უბანი სხვადასხვა ორგანოს აინერვირებს და კვებავს. ტვინის გლიის რომელიმე უბნის სიჯანსაღეზეა დამოკიდებული, შესაბამისი, მისი ქვემდებარე ორგანოს ჯანმრთელობა და სიცოცხლე. თუ ის უბანი სადაც გლიოზია , საშვილოსნოს აინერვირებს, ამ ადამიანს საშვილოსნოს კიბო ემართება ან ძლიერი ჰორმონული მოშლა და დაავადებები. ეს ხდება, ფონურად გლიის გამოფიტვის ხარისხის მიხედვით. ნებიმიერი ორგანოს გადარჩენა შეიძლებოდა ამოკვეთისგან, მისი მაინერვირებელი ტვინი ს გლიის უჯრედების გამოფიტვა რომ შეჩერებულიყო . ცილების , ამინომჟავების და სხვა ნივთიერებების კონტროლი რომ ყოფილიყო . გლიოზი ხდება გლიაში. ის ტვინის გლიის იმ უბნის სიცოცხლის დასასრულია. ტვინის გლიის უჯრედები, რო მლებიც კონკრეტულ ორგანოებს და მათ დაავადებებს აკონტროლებე ნ , ჯანმრთელ მდგომარეობაში, ახდენენ სამყაროდან მოვლენილ სასიცოცხლო სასწაულებს ———–ღეროვანი უჯრედების შექმნით. გლიოზის არეში გლიის უჯრედებს სასიცოცხლო ღეროვანი უჯრედების შექმნის ფუნქცია დასრულებული აქვთ .ეს უკვე ტვინის მკვდარი უნებია, სადაც სიცოცხლე დამთავრებულია. გლიოზი არის ყველა მძიმე დაავადების სათავე. ღეროვანი უჯრედების რიცხვი ზუსტად შეესაბამება მომავალი სასიცოცხლო დღეების რაოდენობას .ღეროვანი უჯრედების გადანერგვა დროებითია .მათი გამრავლება და შენარჩუნება, მხოლოდ ჯანსაღი გლიის დროს ხდება. რაც უფრო ჯანმრთელია ტვინის გლია, მით ძლიერია ნეიროგენეზი ანუ ღეროვანი უჯრედების წარმოქმნა. რაც მეტი ღეროვანი უჯრედი წარმოიქმნება მით მეტს ცოცხლობს ადამიანი. ადამიანის ჯანმრთელი სიცოცხლე და ავადობა პირდაპირ დამოკიდებულია ტვინის გლიის სიჯანსაღეზე. გლიოზი, ტვინის გლიის ლოკალური ადგილის ბოლომდე დაკეტვაა. ჰიპოფიზის პრობლემები აჩერებენ ნეიროგენეზს. კორტიზოლის , პროლაქტინის და სხვა მსგავსი ჰორმონების დარღვევა ნეიროგენეზის დამუხრუჭებაა .ტვინის გლიას და ნეიროგენეზს კლავს ნეგატიური მეხსიერება, განცდები, სტრესი, ბოღმიან ხალხთან ურთიერთობა, საკუთარი თუ სხვის ი უმადურობა . სიკეთით, მადლიერებით , რწმენით, ნეიროგენეზი და ტვინის გლიის ჯანმრთელობა უმჯობესდება. ეს მეცნიერთა ხანგრძლივი ცდებითაა დადასტურებული. ადამიანები მძიმე სენისგან მსოფლიო რელიგიის ცენტრებში, მარტო რელიგიამ არ მოარჩინა. ა რამედ სიმშვიდისგან მათ დაეუფლათ რწმენა, რომელმაც წარმოქმნა დადებითი მუხტებით დამუხტული განწყობის ველი .მან დაახშო ნეგატიური მეხსიერების სიმძაფრე და მისი მავნე ზემოქმედება ჰორმონებზე . ამ ველში ადამიანებს ნეიროგენეზი უძლიერდებათ. ამ დროს ტვინის გლიაში გლუტამატი გამომუშავდება და სრულად მართავს ნეიროტრანსმიტერებს. გლუტამატი ტვინის გლიის და შესაბამისად, ყველა ორგანოს ბიოქიმიური რეაქციის ლიდერია. სკლეროზი ,ინსულტი, ალცჰაიმერი; მეხსიერების, აზროვნების,მხედველობის დაცემა, დამბლა და ბევრი რამ გლუტამატის ცვლის ბოლომდე მოშლაა. გლუტამატი ტვინის ბრძანებების მიმწოდებელია ორგანოებამდე. ტვინმა ბრძანება უნდა გასცეს და გლუტამატმა გულს ეს ბრძანება გადასცეს , რომ გულმა იმუშაოს .ფილტვი ვერ ისუნთქებს თუ ტვინის ბრძანებას ვერ მიიტანს გლუტამატი. საკვები ვერ გადაადგილდება, სანამ გლუტამატი ტვინის ბრძანებას არ მიიტანს ნაწლავებში. დამბლამდე მისული ბევრი დადის, მაგრამ, დამბლის დაწყების მიზეზია ინფორმაციის დაგვიანებ ა ტვინიდან, რომელიც გლუტამატს უნდა მოეტანა კუნთში. ის ტვინის ტრანსპორტების მეფეა. ვერ იაზროვნებ, ვერ დაინახავ, ვერ გაიგონებ, ვერ გადააბიჯებ, მიმიკას ვერ შეცვლი, სუნს და ფერს ვერ აღიქვამ ,თუ ტვინის გლიამ გლუტამატს არ მისცა ბრძანება. გლუტამატის დაბადება და სრულყოფილი მიმოქცევა , მხოლოდ , ტვინის ჯანმრთელ გლიაში ხდება. გლიოზის ფონზე არა მარტო ერთეული მკვდარი კერებია გლიაში, არამედ გლიის ტოტალური იშემია და დასუსტებაა. რადგან, გლიოზი გლიის დაზიანების ბოლო სტადიაა. მხოლოდ ჯანსაღი გლია იშორებს მავნე ტოქსიკურ ნივთიერებებს და შესაბამისად, დააავადებებს. ნებისმიერი დაავადება ტვინის გლიის სიჯანსაღეზეა დამოკიდებული. შეიძლება გლიას ვერ აანალიზებს ყველა, მაგრამ , თუ სიბნელე არ არის, იმდენი ინფორმირებულობა მაინც უნდა იყოს, რომ გლიოზის დროს ადამიანს არ გაუკვირდეს თავისი სისხლძარღვების მძიმე მდგომარეობა და ქოლესტერინის აგრესიული სიჭარბე. უმოკლესად ისევ ავღწერ გლიის ზოგ უჯრედს. 1-გლიის ასტროციტები ნეიროტრანსმიტერებს სრულად აკონტროლებენ . მათი მოშლა მთავარი მიზეზია ფსიქიკური თუ ნევროლოგიური დაავადებების .მინერალების და ვიტანინების სასიცოცხლო ბალანსს იცავენ. სისხლძარღვებს მყარად ეღობებოან ,რომ არ შევიწროვდნენ, სტუქტურული ფორმა არ დაკარგონ და მათში თრომბი არ ლოკალიზდეს. ყ ველაზე სასიცოცხლო ნოვთიერებების მაკონტროლებლებია. ისინი ახდენენ არაქიდონის მჟავას პროდუქციას და მარტო ამით ყველაფერია ნათქვამი სიცოცხლის დაცვაზე . ჰიპოფიზიდან ბრძანება აქვს ასტროციტებს ჩიყვის ჰორმონები მართონ. ასტროციტებზეა დამოკიდებული ჰემატოენცეფალური ბარიერის სიმტკიცე. ხოლო ამ ბარიერზეა დამოკიდებული სიკვდილ- სიცოცხლის გადამწყვეტი მომენტი. ასტროციტები ტვინის მთავარი მენაგვეებია და ფაგოციტოზის განმახორციელებლები .ისინი უამრავ დაავადებას აცილებენ ორგანიზმს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ტვინის გლია ჯანმრთელია. ერთმანეთს ისინი ატეეფით უკავშირდებიან. ცილები და ამინომჟავები, რომლებიც გენეტიკურ კოდებს ფლობენ, გენეტიკურ დაავადებებს იწვევენ იმ შემთხვევებში, თუ გლიის ასტროციტები დასუსტებულია. ადრეც ავღნიშნე—–ცნობილი ამერიკელი მეცნიერი ამბობს, უამრავი ჯგუფური ცდების საფუძველზე————მხოლოდ ტვინის გლიის ასტროციტებს შეუძლიათ ნეირონების მიერ შექმნილი მოლეკულების ამოცნობა, მათი მოსმენა და პასუხი, რომლის შედეგია ჯანმრთელობა——. ტვინის გლიის ასტროციტების გამოფიტვის დრო ს ნეირონების მოსმენა და ადექვატური პასუხი ვერ ხდება. რისი შედეგია არამარტო–ფსიქოზი, დეპრესია, სკლეროზი, დემენცია, ალცჰაიმერი, არამედ- ღვიძლის დაზიანება, ქოლესტერინის სიჭარბე, სიმსუქნე, ძლიერი სიგამხდრე ,ინსულტი , თრომბოზები, შაკიკი, დამბლა, სახსრის დაშლა, კუჭ-ნაწლავის დაზიანება, სტენტირებული გული, ტინიტუსი, წნევა, ინფარქტი, კიბო ,ბავშვის ფსიქო-მოტორული განვითარების შეფერხება და ბევრი სხვა. 2- ——ტვინის გლიის შვანის უჯრედები—–შეადგენენ პერიფერიული ნერვული სისტემი ს ნერვული ბოჭკოების მიელინურ გარსს. ისინი უკიდურესად დაზიანებულია დიაბეტის დროს. დიაბეტიანების ყველა გართულება ასევე განგრენა და მათი ნაადრევი სიკვდილი პირდაპირაა დამოკიდებული ტვინის გლიის შვანის უჯრედებზე. ა მიტომ უნდა იმართოს დიაბეტი თავის ტვინის ჰიპოფიზ-ჰიპათალამუსისგან. რომლებიც გლიაზე დგანან. დიაბეტის მკურნალობა ხუმრობის დონეა თუ ჰიპოფიზ-ჰიპოთალამუსის სხეულის და მისი ჰორმონების მუდმივი კონტროლით არ მიმდინარეობს. ნევროზზე ან დეპრესიაზე მკურნალობისას ,მხოლოდ დამამშვიდებელზე და ანტიდეპრესანტზე ორიენტირება, მეთოთხმეტე საუკუნის აზრობრივი ჰორიზონტია, თუ შვანის უჯრედების ვითარებას არ გავაანალიზებთ. 3—— ჰიპოფიზის და ჰიპოთალამისის დაავადებები ტვინის გლიის ეპენდიმური უჯრედების სიჯანსაღეზეა დამოკიდებული. ანუ საუბარია მთელს ენდოკრინოლოგიაზე., ქალის და კაცის სასქესო ჰორმონებზე და დაავადებებზე, კაცის ლიბიდოზე , ქალური ორგანოების დაავადებებზ ე და კიბოებზე , დიაბეტზე, ყველა ჰორმონალურ დარღვევაზე და სხვა.
ლიქვორის დინამიკას და წნევას აკონტროლებენ გლიის უჯრედები. ანუ თავის ტვინის გლის უჯრედებზეა დამოკიდებული , გექნება თუ თუ არა–ტინიტუსი, შაკიკი, თავბრუხვევა, დაბალი და მაღალ იწნევა და სხვა. გამორიცხულია ინსულტი ტვინის გლიის გამოფიტვის და თავზურტვინის სითხის ოსმოსური ბალანსის დარღვევის გარეშე. ასევე, სახის ნერვის პარეზი და სხვა ტიპის დამბლა.
ექიმი რომ თავის ქალას ემერტეს პასუხს აანალიზებს და გლიოზს ხედავს, თუ ის პარალელურად ამინომჟავების ცვლებს გაიაზრებს ,უკვე შეუძლია, ქოლესტერინის სიჭარბიდან დაწყებული ყველა დაავადებების- სწორი შეფასება და მკურნალობა.
სისხლძარღვების მწობრიდან გამოსვლა , დასუსტება, დრეკადობის მოშლა დეფორმაცია, , რომელ მდგომარეობაშიც ადვილად იკრავს ქოლესტერინულ შლაკებს და თრომბებს, პირდაპირაა დამოკიდებული გლიის საფუძველზე დაყრდნობილ თავის ტვინის მთავარ ბინადრებზე ,რომლებიც აკონტროლებენ სიცოცხლეს ———ეპიფიზზე, ჰიპოფიზზე და ჰიპოთალამუსზე. ანუ მათ სისტემურ, ფუნქციურ და ანატომიურ მდგომარეობაზე—-გლიის სიჯანსაღეზე .თრომბი არ კლავს ადამიანს .სიკვდილის მიზეზი დაძრული თრომბისგან გახეთქილი სისხლძარღვია. დრეკადი და ჯანმრთელი სისხლძარღვი არც ქოლესტერინს დაიფენს და არც თრომბულ შლაკს. თუ ტვინის გლია მტკიცე და სრულფასოვანი არ იქნება, სისხლძარღვი ყოველთვის პრობლემურია. ექიმს შეუძლია ამ სამეულის კონტროლით დიდხანს აცოცხლოს ადამიანი. რამდენადაც ჯანმრთელია ეს სამეული და მათი ბაზისი—– ტვინის გლია თავისი უჯრედებით, იმდენად მეტი სიცოცხლე აქვს ადამიანს. მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული თანამე დროვე, მედიცინის მეცნიერები ეპიფიზს ღმერთის მეთვალყურეს უწოდებენ. ეს ღმერთის მეთვალყურე ტვინის გლიაზეა მოთავსებული და მისით იკვებება. ეპიფიზში არის მატერიალური და სულიერი სამყაროს ზღვარი. ამ სამეულის გავლენით შექმნილი ჰორმონები მართავენ ორგანოთა სისტემებს. ეს სამეული დგას ტვინის გლიურ ბაზისზე. გლიოზი კი გლიის უბნის ჩაშლაა. გლიოზის დროს, ეს სამეული ფონურად ძლიერ დესტრუქციას განიცდის და ჯანმრთელობა უკვე დაკარგულიაა. ამ შემთხვევაში ადამიანი მუდმივად დგას უეცარი სიკვდილის, ინსულტის ,ინფარქტის ზღვარზე. თუ გლიოზური კერა ისეთ ლოკალიზაციაშია, რომელიც ღვიძლს აინერვირებს, ქოლესტერინის სიჭარბე ატორვასტატინის ჯგუფით, კრესტორებით და მსგავსებით ვერ მორჩება. მხოლოდ ანალიზში მიიმალება და ადამიანს მუდმივად ინსულტის რისკი ექნება. გლიოზების ყველა ტიპი არ ჩანს გადაღებაზე .მაგალითად, კეფის და სხვა. ლატენტურ გლიოზებს წლების განმავლობაში ცოდნადაგროვებული, გამოცდილი ექიმი შესაბამისი ჩივილებითაც ასკვნის.
ადამიანის თავის ქალას საფეთქლის წილი პასუხს აგებს მეტყველების ტიპზე, მეხსიერებაზე და სმენაზე. თუ გლიოზი საფეთქელშია და შესაბამისი მკურნალობა არ ხდება, მეტყველებას , მეხსიერებას და სმენას , თანდათან დიდი პრობლემები შეექმნება. დადგენილი დოგმაა მაღალი დონის მედიცინის——— ტვინის გლია თუ გამოფიტვას არ დაიწყებს ორგანოები არ დაზიანდება . წნევაზე სტატიაში მითითებული მაქვს——აბსურდია წნევის მკურნალობა , თუ თავის ტვინის გლიის აღდგენა არ დავიწყეთ. ტვინის მკურნალობის გარეშე , წნევის მკურნალობა სრულიად უშედეგოა. ტვინის არაადექვატური შეფასების და მისი პ რობლემების იგნორის გამო მიდის ორგანოები ამოკვეთამდე. ტვინის შეფასება ესაა გლიის უჯრედების შეფასება და ამ სამეფო, უნიკალური სამეულის განსაკუთრებული მოვლა .დაავადებების მართვა პოლისემანტიკური ხედვით თუ არ მოხდება და ტვინის გლიის გაანალიზებით არ დაიწყება, ყოველთვის იქნება შედეგში ამოკვეთილი ორგანოები .გლიოზი უმოკლესი გზაა სრული სკლეროზისკენ, ალცჰაიმერისკენ, მენტალური პრობლემებისკენ, ინსულტისკენ,დემენციისკენ .ტვინს ადეგრადირებს—-ჭუჭყიანი გარემო, ნარკოტიკი, მძიმე მეტალები, უხარისხო კვება, ტოქსინები, არაზუსტი მკერნალობა, ბოღმიანი გარემოცვა .გლიოზი, რომელსაც ,ხშირად, ჩვენს პირობებში ყურადღების ღირსადაც არ თვლიან, ჰიპოფიზის , ჰიპოთალამუსის და ეპიფიზის უდიდესი პრობლემაა. ის ტვინის მთვლემარე ბომბია. სახსრის დაშლის დროს ართროზის მიზეზს ვინც მარტო სახსარში ეძებს და არა ტვინის გლიაში, ის ვერ პოულობს შველას და შედეგს , რადგან ტვინის გლიასა და გარემატრიქსაში იბადება ის ნივთიერებები , პროტეოგლიკანების ჩათვლით, რაც სახსრის საფუძველი და საყრდენია. ნებისმიერი ორგანოს მკურნალობაში ,ლოკალური კონცენტრირება და სიცოცხლის მეთვალყურე სამეულის გაუთვალისწინებლობა ნიშნავს, ადამიანის სილამაზე აღწერო მხოლოდ ჭიპის არეში. როცა სამ გოდორად გადაიქცევა ტვინის ეს სამი პლასტიკური და ფუნქციური მშვენიერება, დაავადებების მართვა ძნელდება და სიმსივნეების წინაპირობა დგება. მაგალითისათვის—–მსოფლიო მედიცინის უახლესი სტანდარტებით ბევრჯერ ავხსენი შაკიკის მექანიზმი დეტალურად. ძალინ მოკლედ გავიმეორებ—– ტოქსინური კვების შედეგად მუცლის ათეროსკლეროზულ აორტაში წარმოიქმნება თრომბი. გასტრინი —კუჭის ფერმენტი ცდომას განიცდის. ხდება პარადოქსული ემბოლას გადასროლა ტვინის ყველაზე დაზიანებულ სისხლძარღვში , რომელსაც დასუსტებული გლიის პათოლოგიური ფონი აქვს. ამ ყველაფრის პირველი საწყისი კი ჰორმონული ცდომაა. სიმსივნემდე მისული მძიმე ჰორმონული დაზიანება არასოდეს არ არის ამ სამეულის გარეშე. რადგან ეპიფიზი, ჰიპოფიზი და ჰიპოთალამუსი ჰორმონების და შესაბამისად, სიცოცხლის შემქმნელები და მმართველები არიან. ნებისმიერი, თუნდაც, ბავშვობის პატარა ტრავმა თავის არეში, თუ ბოლომდე არ გაიწოვა, ამ სამეულის დეგრადირებას იწყებს თანდათან. ეპიფიზის საშუალებით გამოიხატება წინასწარი შეგრძნებები, სიღრმისეული აღქმები და დაავადების ჩივილები. ამ ეპოქაში დაავადებები ჩივილების ნაკლებობით მიდიან, რადგან ადამიანებს არსებული პირობების გამო , დაკნინებული გლიები აქვთ. გლიის გამოფიტვის და შედეგად ჰოპოთალამუსის პრობლემის გარეშე, არ იქნება გახანგრძლივებული დაბალი სუბფებრილური ტემპერატურა. დიაბეტს მთლიანად მართავს ჰიპოფიზი. კოხის ჩხირს ყველა ედება დღის განმავლობაში. მაგრამ, ტუბერკულოზი გლიის გამოფიტვის ფონზე ჰიპოთალამუსის დაზიანების დროს იწყება მხოლოდ. ჯანმოს უახლესი სტატისტიკით, მსოფლიოში და ბუნებრივია ჩვენთანაც, ყოველ მეხუთე პაციენტს ლატენტური ტუბი აქვს. ზედმეტი სიმსუქნე და მითუმეტეს ზედმეტი სიგამხდრე, დაზიანებული ტვინის გლიის ძლიერი გამოშრობაა. კაცს გლიის დასუსტების შემდეგ ჰიპოფიზის დაზიანების ფონზე პროლაქტინის ცდომა და ლიბიდოს დაქვეითება უპირობოდ ეწყება. ყველა ქრონიკულ დაავადებას გლიის გამოფიტვის მძიმე ფონი აქვს . გლიოზი უკიდურესად დაკნინებულ გლიაში ჩნდება მხოლოდ. სტატისტიკურად, გლიოზის გარანტირებული მომავალი—–ინსულტია. ბოლო ევროპული სტატისტიკით ყველა ჰემორაგიული ინსულტით გარდაცვლილს გლიოზი ჰქონდა . ნუ დააჩქარებთ ინსულტს გამათხიერებლების გრძელი კურსით, თუ პარალელურად სისხლძარღვის დრეკადობას არ დაიცავთ , რომელიც გლიოზის დროს უკიდურესად დაკნინებულია . სისხლძარღვის კედლის დასაცავად უნდა მოახდინოთ პროტეინ ცეს და სხვა კოაგულაციური პარამეტრების რეგულირება .რადგან, გამათხიერებელი ათხიერებს სისხლს და ასევე ათხელებს სისხლძარღვის კედელსაც. კლასიკური მედიცინის დოგმაა—–რაც უფრო ხანგრძლივად ათხიერებთ სისხლს , მით მეტი თრომბი წარმოიშობა. პროტენ ცეს დაზიანების მექანიზმი ამის დასტურია. თუ მტკიცე და ჯანმრთელია გლია , თრომბოქსანის ცვლა ჯანსაღია და თრომბი არ წარმოიქმნება. თრომბი მხოლოდ თრომბოქსანის ცვლის დარღვევისას მიიღება. ყველაფერი მოგვარებადია. ადამიანი დიდხანს იცოცხლებს ნებისმიერი დაავადების დროს გამოცდილი ექიმების კონტროლით. გლიოზის მარტივ პრობლემად აღქმა, თანამედროვე მედიცინისგან შორს ყოფნას ნიშნავს. როცა ვერ ხდება გააზრება , რომ ჰიპოფიზი ბოლომდე დაზიანებულია, გლიოზი ამის ხმამაღალი საყვირია.
მარინა ტოტოჩავა