ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი, ბეგლარ სიორიძე, ოზურგეთში დღეისათვის მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს მიესალმება და აცხადებს, რომ ქალაქი იმაზე ლამაზი იქნება ვიდრე აქამდე იყო.
ეს განცხადება ბეგლარ სიორიძემ “გურიის მოამბესთან” სატელეფონო საუბარში გააკეთა:
“ჭავჭავაძის ქუჩაზე ელექტრობოძების დემონტაჟს რაც შეეხება, რომელიც ჩემი მერობის დროს განხორციელდა, ვიცი რომ უკეთესი ბოძები გაკეთდება, როგორც ამიხსნეს, აი თბილისის აეროპორტის გზაზე რო არის, ისეთი, რაც უფრო მეტად გაალამაზებს ქალაქს, აი რაც შეეხება სხვას, სასადილოს მშენებლობას მერიის თავზე თუ თეატრალურ მოედანზე ხე მცეენარეებიანი ქოთნების მონტაჟს ვერაფერს გეტყვით, არა ვარ საქმის კურსში, თბილისში ვარ და არც ვიცი, სიმართლე რო გითხრათ რა კეთდება და როგორია” – გვითხრა ოზურგეთის ყოფილმა მერმა.