”ამიერიდან მშვიდად გარდავიცვლები, კიევ-პეჩორის ლავრა უბრუნდება თავის პატრონს, უკრაინელ ერს! “აწ განუტევე მონაი შენი, მეუფეო” – სრულიად უკრაინის საპატიო პატრიარქი ფილარეტი
“ჩვენმა ხელისუფლებამ მიიღო უპრეცედენტოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, აღსრულდა ისტორიული სამართლიანობა, კიევ-პეჩორის დიდი ლავრა უბრუნდება თავის პატრონს, უძლეველ უკრაინელ ერს!
ხარობენ ჩვენი გმირები მიწაზე და ზეცაში, კიევის ქვაბებში ამიერიდან იგალობებენ, იმსახურებენ და განადიდებენ უფალს მხოლოდ უკრაინულ ენაზე, ჩვენს მშობლიურ ენაზე…
ჩემი მთელი შეგნებული ცხოვრების ნატვრა ასრულდა, პეჩორი დავიბრუნეთ, ეს დასაწყისია სხვა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებისა, ჩვენ დავიბრუნებთ ყირიმს, დონბასს, ლუგანსკსა და ყველა დაკარგულ ქალაქსა თუ სოფელს!
მართალია, მე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია უფრო სხვანაირად წარმომედგინა, მაგრამ მთავარი აქ იდეაა, იდეა თავისუფლებისა, რომელიც მოგვანიჭა ჩვენმა დედა ეკლესიამ კონსტანტინეპოლმა, რომელსაც ამდენი ხანი ველოდით.
რაც შემეხება მე, რატომ არ დავთმე საპატრიარქო ტიტული – ამას ისტორია განსჯის, მე ასე ვხედავ, რომ უკრაინას უნდა ჰქონდეს საპატრიარქო პატივი, რაც კიდევ უფრო ძლიერი სილის გაწნა იქნებოდა მოსკოვის საპატრიარქოსთვის, მაგრამ ეს დროის საკითხია, ნაბიჯები უკვე გადაიდგა და მე ამაში მაქვს წვლილი, აწი მშვიდად გარდავიცლები, რაც მსურდა, ახდა, კიევ-პეჩორი დაუბრუნდა უკრაინას, მე კი ვგალობ ღვთის წინაშე: “აწ განუტევე მონა შენი მეუფეო” – განაცხადა ქადაგებისას უწმიდესმა სრულიად უკრაინის საპატიო პატრიარქმა ფილარეტმა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, 2023 წლის 29 მარტიდან კიევ-პეჩორის დიდი ლავრით სარგებლობის უფლება სამუდამოდ ჩამოერთმევა მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციას უკრაინაში და გადაეცემა უკრაინის ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას.