საპატრიარქო საკუთარი წერილით მსოფლიო პატრიარქისადმი, იცავს რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიას – ნიკა გვარამია

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი მსოფლიო პატრიარქისთვის, ილია მეორეს მიერ მიწერილ წერილს ეხმაურება და წერს, რომ საქართველოს საპატრიარქო ამ წერილით რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის ინტერესებს იცავს:

“საკუთარი წერილით მსოფლიო პატრიარქისადმი, რომლითაც იცავს რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის ინტერესებს, საქართველოს საპატრიარქო:

შორდება უძველესი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიულ სულისკვეთებას;

ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ღიად და მკაფიოდ გაცხადებულ ნებას;

უპირისპირდება ქართული სახელმწიფოებრიობის ფუძემდებლურ პრინციპებსა და ისტორიულ ინტერესებს;

უმძიმესი დილემის წინაშე აყენებს საკუთარ მრევლს, არჩევანი გააკეთოს სამოქალაქო პოზიციასა და რელიგიურ მრწამსს შორის და ამით აზიანებს და ძირს უთხრის პირველსაც და მეორესაც;

ხელოვნურად ქმნის და აღვივებს სეკულარული პატრიოტიზმის და რელიგიური მიკუთვნებულობის ტრადიციის არათავსებადობისა და ურთიერთგამომრიცხაობის უკიდურესად საშიშ პარადიგმას;

ოპერირებს არა როგორც ავტოკეფალური ეკლესია, არამედ როგორც რუსული ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ავტონომიური საეკლესიო ერთეული, რომელიც უპირისპირდება მსოფლიო მართლმადიდებლურ ერთობას და პირადად მსოფლიო პატრიარქ ბართლომე პირველს.” ნათქვამია ნიკა გვარამიას წერილში.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share