“ვერ გაბედეს სტრასბურგში სარჩელის გაგზავნა” – ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის საქმეზე

„იციან, რომ დარჩებიან წაგებულები“ – პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგში სარჩელის გაგზავნა ვერც გაბედეს და ვერც ბედავენ.

მისი თქმით, სააკაშვილის დაცვის მხარეს არ გააჩნია მყარი მტკიცებულებები იმისთვის, რომ ეს საქმე  მოიგოს.

 

„ვერ გაბედეს სტრასბურგში სარჩელის გაგზავნა და ახლაც ვერ ბედავენ, რადგან იციან, რომ დარჩებიან წაგებულები. აქედან გამომდინარე, ცდილობენ საბაბის მოძებნას სარჩელის არგაგზავნისთვის. სინამდვილეში, სარჩელის არგაგზავნის მიზეზი არის ერთადერთი და ეს არის ის, რომ მათ არ აქვთ სიმყარის შეგრძნება, ისინი ვერ იქნებიან წარმატებული ამ სარჩელში“,- განაცხადა კობახიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share