დიდმა ბრიტანეთმა რუს მაღალჩინოსნებს და ოლიგარქებს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელს სერგეი ნარიშკინს და ჩეჩნეთის ლიდერს რამზან კადიროვს სანქციები დაუწესა.
სანქცირებულთა სიაში ასევე მოხვდნენ როსნეფტის აღმასრულებელი დირექტორი იგორ სეჩინი, გაზპრომის ხელმძღვანელი ალექსეი მილერი, VTB-ის ხელმძრვანელი ანდრეი კოსტინი, ოლიგარქებს რომან აბრამოვიჩს და ოლეგ დერიპასკის. ბრიტანეთის ახალი სანქციები ასევე შეეხება ბელარუსში რუსეთის ელჩს ბორის გრიზლოვს, სენატროს ანდრეი კლიშასას და რუსეთის ფედერალურის საბჭოს თავმჯდომარეს ვალენტინ მატვინენკოს.
- დიდი ბრიტანეთი 2022 წლის ბოლომდე რუსული ნავთობის იმპორტს სრულად აკრძალავს
- აშშ-მ რუსული ნავთობის, გაზისა და სხვა ენერგოპროდუქტების იმპორტი აკრძალა
- როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას – სანქციები, სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ “უკრაინული აგრესიის” მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. რუსეთის ბაზარს ტოვებს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანია.