“საერთოდ გურულები ერთმანეთში საუბრისას, ასევე ქალებთან მათ შორის დედასთან და დასთან საუბარშიაც კი ძალიან თავისუფალნი და მოურიდებელნი არიან, რა დროსაც სინაზის და პატივისცემის გამომხატველი სიტყვებთან ერთად დასაშვებია ევროპელისათვის მიუღებელი სიტყვების ხმარებაც. ეს ძნელად ასახსნელი თავისებურება საერთოა მეგრელების, იმერლებისა და გურულებისათვის, ბევრი ვეცადე მაგრამ მაინც ვერ დავადგინე საიდან წარმოიშვა აღმოსავლური მკაცრი წესებისა და ადათის საწინააღმდეგო ეს ჩვეულება, მაგრამ ამ მხრივ ჩემი კვლევები და მცდელობა დამეკმაყოფილებინა ჩემი ცნობისმოყვარეობა უშედეგო გამოდგა.
.
ახლაგაზრდები ოჯახში სარგებლობენ სრული თავისუფლებით, თუ არ ჩავთვლით ოჯახის უფროსთან მათი ურთიერთობის წესებს. ოჯახის უფროსის არ ყოფნისას ცოლი სახლში იღებს მხოლოდ ნაცნობ ქალებს და ყველანაირად თავს არიდებს სხვა კაცების ოჯახში მიღებას, რადგანაც არ გამოიწვიოს ისეთი ხმების გავრცელება, რომლებმაც შესაძლოა ქმრის უკმაყოფილება გამოიწვიოს. ხოლო ქმარის სახლში ყოფნისას გუწყვეტლივ და დიდი გულისხმიერებით ღებულობს სტუმრებს, რუსებთან და ზოგადად უცხოელებთან გურული ქალები ძალიან მორიდებულნი, კეთილგანწყობილი და გულისმხიერნი არიან, სიამოვნებით ღებულობენ ქათინაურებს და მათი სილამაზის აღნიშვნას, რაც მართლაც, რომ ძალიან განსაკუთრებული აქვთ. თუმცა ზოგ შემთხვევაში ჭარბი ფერუმარილი არ აძლევს საშუალებას ევროპელის თვალა აღიქვას ეს სილამაზე.
.
გურულ ქალებს განსაკუთრებით უყვართ ნათელი ფერების უძვირფასესი ნაჭრისაგან შეკერილი ტანსაცმელი. უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ გარეგან ჩაცმულობას ვიდრე იმ ნატიფ ფუფუნებას, რომელსაც აღწევს ევროპელი ქალის ტუალეტი, ამიტომაც თეთრეული არ ითვლება ტანსაცმელის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილად და როგორც უკვე ვთქვი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ მხოლოდ გარეგანი ჩაცმულობის ბრწყინვალებას.”
.
ნიკოლოზ დუნკელ-ველინგი Каказ 1853 г. №77; 78;82; 87; 1854 №10; Н. Дункель-Веллинг „Изъ Записокъ о Гуріи“;
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა