ეს კვირა საქართველოს ისტორიაში „შავი კვირის“ სახელით შევა. მოკლედ უვე მომხდარ რამდენიმე საკითხზე:




დასკვნა: ჭადრაკის თამაშის არც დროა და არც ვითარება. როცა მოწინააღმდეგე საჭადრაკო დაფიდან ყველა ფიგურას გაცლის და წესების დაცვა მხოლოდ შენ გევალება, იმ პარტიას ვერ მოიგებ. დაფა უნდა აუყირავო და სახეში შეაზილო, სასურველია, წინასწარგანზრახულობების საჯარო დეკლამაციის გარეშე.
უდრეკად, ხისტად და სწორხაზოვნად – ამგვარი მოქმედების ეფექტურობის მჯერა. და კიდევ კონსოლიდაციის. ხაზის აღმასვლის, დაშლის და კამათის ნაცვლად. ოღონდ, „ყველა“-ს როცა ვამბობთ, აჯაფსანდალს არ უნდა ვგულისხმობდეთ. გახარიას მაგალითზე მორიგ ჯერზე დასტურდება, რომ ნახევრად ქოცი არ არსებობს. ქოცი ქოცია, მარად მოქმედი და მარად უკვდავი და ამ ქოცებთან წინასაარჩევნოდ აღთქმადადებული და ფიცვერცხლ ნაჭამი ლელო რას ამბობს პარლამენტში ძმადნაფიცის მოსალოდნელ შესვლაზე? ესეც არ გამოიწვევს ნორმალიზაციის და ლეგიტიმურობის დეფიციტის შევსების რისკებსო? 2 დღე დარჩა სიების წარდგენამდე და ნუ წარადგენენ ამ სიებს. ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას „არჩევნებში“. თავიც გადაირჩინონ და პროცესსაც არგონ, გაერთიანებული ოპოზიციის რიგები შეავსონ და არა ნახევარქოცების. რადგან, როგორც ზემოთ დავწერე, ნახევარ-ქოცები არ არსებობენ. ქოცო ქოცია.
NGO ების , ფონდების, მალე პარტიების ლიდერების გამოკითხვაზე დაბარება და სახელმწიფო გადატრიალების ფანტაზმაგორია დიდხანს არ გვალოდინებს. მალე შედგება პედესტალზე მდინარაძე. იგნორი და დაცინვაა მაგის წამალი და ეგ უნდა შევაგებოთ ერთად .
ოლიგარქია უნდა დაემხოს!