ნიკოლის ცოლმა, ანამ, ილჰამის ცოლს, მეჰრიბანს „გადაუჯოკრა“ ჩინეთში.
სტილითაც და ქცევითაც.
ისე….„ცოლებთან ერთად მუსაიფი“ ძალიან მნიშვნელოვანი „სამშვიდობო“ დეტალი და მეტყველი დიპლომატიური „ფიგურაა“, რადგან ქალი დიპლომატიურ ენაზე მშვიდობის და შერიგების სიმბოლოა.
მაშასადამე ეს „ფიგურა“ უფრო მნიშვნელოვანი „მესიჯია“, ვიდრე ვაშინგტონში ფაშინიანისა და ალიევის შეხვედრა
დღესაც კი ამ სიმბოლოს („ქალს“ მისი თვისებრივად კეთილშობილი „სამშვიდობო“ მანიფესტირებით) ხშირად იყენებენ დიპლომატიაში.

ამიტომ ეს შეხვედრა სი ძინპინის გლობალური მნიშვნელობის სამიტის კიდევ ერთი წარმატებაა.
ინდოეთის პრემიერ მოდის ვიზიტთან ერთად, რომელიც ტრამპის „ბულდოზერულმა“ სტილმა აიძულა ჩინეთში ჩასულიყო;
თუმცაღა, სულ ახლახანს, ჩინელი და ინდოელი ჯარისკაცები ხოცავდნენ ერთმანეთს და ორივე მხარე იმ საბედისწერო „ღილაკისკენ“ იყურებოდა – ინდოეთიც და ჩინეთიც ხომ ბირთვული სახელმწიფოა?!
სი ძინპინმა დიახაც ამ სამიტით და ტრამპის ამაფორიაქებელი „ბულდოზერობით“ მოახერხა „ალტერნატიული ძალის ცენტრის“ დაფიქსირება.
არის თუ არა ეს ჯერ ოსვალდ შპენგლერისეული Sunset of Europe? იმ აზრით, რომ შპენგლერი, ზოგადად, „ევროპაში“ „დასავლეთს“, დასავლურ ცივილიზაციას გულისხმობდა?
ჯერ არა. თუმცა არც მთლად უმაგისობაა და თუ შპენგლერის Europe-მა უკრაინის კრახი დაუშვა, რეალობად იქცევა!!
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
საქართველო სად არის ამ დროს?
სადაა და…..
რა ვერსიები არ მოვისმინე, თუ რატომ არ მიგვიწვიეს ამ სამიტზე.
არადა მარტივია ყველაფერი:
საქმე ის გახლავთ, რომ საქართველო…….უკვე ტრადიციულად……„არსადაა“, „არავინაა“ და შესაბამისად, არც არავის სჭირდება:
არც NATO-შია, არც ОДКБ-შია, არც ევროკავშირშია, არც ევრაზიულ კავშირშია, არც აქეთაა, არც იქითაა…..არც ისეთი სტრატეგიული მოკავშირე ჰყავს, როგორიც თურქეთია აზერბაიჯანისთვის….არც მიწისაა არც ცისა….
საქართველო უბრალოდ არავის არაფერში სჭირდება!
და ყველას, ჩინეთიდან – ბრიტანეთამდე (მინისტრი რომ ჩამოვიდა და ზედ არ შეგვხედა როგორც სახელმწიფოს) მიაჩნია, რომ თუ რამე დასჭირდა საქართველოსგან თვითონ, ისედაც მიიღებს ნებისმიერ შემთხვევაში!
აი ამგვარი განწყობაა ყველაზე მავნებელი ქვეყნისთვის – ასეთი შთაბეჭდილება რომ აქვთ: „ძაღლადაც არ ჩავაგდებთ, მაგრამ ჩვენ თუ რამე დაგვჭირდა მაგათგან, მაინც ისედაც მივიღებთო“.
ამგვარი მიდგომის მკაფიო დემონსტრირება იყო NATO-ს ბოლო „წვრთნები“ საქართველოში.
აქვე: არავინ მოგატყუოთ, თითქოს ეს „ნეიტრალიტეტია“.
არა ბატონო. ეს „ნეიტრალიტეტი“ არ არის.
შვეიცარია ნეიტრალურია, მაგრამ ყველას სჭირდება – ჩინეთსაც, ამერიკასაც, ბრაზილიასაც და სამხრეთ აფრიკასაც. ავსტრალიასთან ერთად
ჩვენი მდგომარეობა, რომელშიც უნიჭო დამოუკიდებლობის ანუ სახელმწიფოებრიობის ორმოცწლეულმა შეგვიყვანა უამრავი სტრატეგიული, კატასტროფული შეცდომით საბოლოოდ…….. სულ სხვა ფენომენია, ბევრად უარესი…..
თან ვერც ვიომეთ როცა საომარი იყო, ყველა ომში დავმარცხდით 1991 წლის „ცხინვალიდან“ მოყოლებული…..
იმ „მოძრაობის“ დასრულებისას, სადღაც 1994 წელს ვივარაუდე გულამოსკვნით:
„ეს ქვეყანა განწირულია, ოკეანეში ჩაკარგული პატარა ნავივით იცუროს უმიზნოდ, უგზოუკვლოდ….XXI საუკუნის აბობოქრებულ მსოფლიოში“
დათო
ისტორიის რიგითი ჯარისკაცი
წერს დათო გამცემლიძე სოციალურ ქსელ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე,