გურიის მოამბე

ისტორიაში პირველად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტს, მერობის ერთადერთი კანდიდატი ეყოლება

“ქართული ოცნების” კანდიდატი”, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პოსტზე, ოზურგეთში, პაატა კუნჭულია, იქნება ოზურგეთის არჩევნების ისტორიაში პირველი კანდიდატი, რომელსაც კონკურენტი არ ეყოლება.

ეს, საბოლოოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც  “ლელო საქართველოსათვის” და “გახარია საქართველოსათვის” ოპოზიციურმა პარტიებმა, ოზურგეთში, მერობის კანდიდატის წარდგენისაგან თავი შეიკავეს.

“ლელოსა” და “გახარიას” გურიის ადმინისტრაციულ ცენტრში რომ კანდიდატი არ ეყოლებათ, ეს ინფორმაცია, “გურიის მოამბეს”, “ლელოს” ადგილობრივმა ლიდერმა, ლადო ქვილორიამ დაგვიდასტურა.

რამდენიმე კვირით ადრე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით, არც კოტე შარაშენიძე აპირებს.

თუ ბატონმა ლადო ქვილორიამ, კანდიდატურის არ ყოლის მიზეზებზე არ ილაპარაკა, შარაშენიძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების უკან,  მისი დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა დგას, რომელიც ბოლო დროს, მკვეთრად გაუარესდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შარაშენიძის ამ გადაწყვეტილების უკან, ასევე, საკუთარი ოჯახის კატეგორიული პოზიციაა.

ცნობილია, რომ ორი დიდი კოალიცია, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და “კოალიცია ცვლილებებისათვის” ადგილობრივ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს-აქედან გამომდინარე არცერთ მათგანს კანდიდატები არ და ვერ ეყოლებათ,

ასე, რომ – პირველად საბჭოთა კავშირის დაშლისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ოზურგეთის პირველი პირობისათვის-ერთადერთი კანდიდატურა-პაატა კუნჭულია “იბრძოლებს”.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელსაც პოლიტიკური სპექტრის აბსოლიტური უმრავლესობა არ ცნობს და ბოიკოტს უცხადებს, ისევე როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი, გასული საპარლამენტო არჩევფნების ტოტალური გაყალბების გამო, მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს გაიმართება.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights