ლოტბარ აქვსენტი მეგრელიძისაგან ჩაწერილი გურული სიმღერების ტექსტები (ჩონგურზე)
.
„ჩონგური ძილად მისვლისას:
.
ამა მანდილსა გიგზავნი, ოქრომკედით მოქარგულსა.
.
შიგ გაგიხვევ ჩემსა გულსა, შენგნით დამწვარ დადაგულსა.
.
.
ჩონგური იადონის ხმაზე:
.
იადონთა სადარო, ქვეყნად შუქმომფინეო,
.
ვარდისაებრ ფურჩქვნილო, თხოვნა მომისმინეო,
.
ლახვარს მასობ გულზედა, მიკვირს, რა გაწყინეო,
.
მიხლე შენთან სამყოფად, შენთან დამადგინეო,
.
შენს მშვენიერ ხელზედა წყალი დამასხმინეო.
.
.
დათა გუგუნავასაგან გაგონილი და ნამღერი [ტელემაკ გურიელისაგან გაგონილი და ჩაწერილი ჩონგური. ლექსი, როგორც თვით ტელემაკმა გადმომცა, გამოთქმულია მისი ბაბუას, დიდი ნიკო დადიანის მიერ].
.
დროსა შევესწარ ისეთსა, გულს ცეცხლი განმიალესა,
.
ღინჭილოდ სთვლიან იაგუნდს, ბრილიანტსა და ლალებსა.
.
ალმასით სჭედენ ვირებსა, აკრავენ ოქროს ნალებსა.
.
ბედაურ ცხენებს კუშტანს ქვეშ სცემენ, ვინ შეიბრალებსა?
.
ამ საძაგელ დროში მყოფი ვედარები მარად დამთვრალს.
.
უბრალოდ ცილისწამებით არ გვაძლევენ ჩვენ სამართალს,
.
მათ ჰგონიათ, კონტრაბანდად ჩვენ ვზიდვიდეთ ვითომ ფართალს,
.
დეილოცა მისი ხახა, ვისაც უთქვამს, ჭირი მართალს.
.
.
მთქმელი – ავქსენტი მეგრელიძე; გურია, ხრიალეთი. 1936 წელი. შინამრეწველობის მასალები (პირველ-ასლები) შეკრებილი ივანე ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით;
.
ფოტო – ავქსენტი მეგრელიძე და მის მიერ ჩამოაყალიბებული ქართული სიღერისა და ცეკვის ანსამბლი მეჩონგურე ქალთა მწყობრი; ასევე კომპოზიტორი კოტე ფოცხვერაშვილი
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა