რუსული მურა დათვის კვერცხების ფხანით დაკავებულებმა ჟივილ-ხივილი ატეხეს იტალიის პრემიერის ჯორჯა მელონის განცხადებაზე: “რუსეთს უნდა დაველაპარაკოთო”…ალბათ ჰგონიათ, ფხანაში ევროპელები შეგვეხიდებიანო…ვერ გამიგია, ამ ტვინდაბინდულებს, რამ შეაყვარათ აგრესორი, ოკუპანტი, სისხლის და “ოტკის” მოყვარული ვანია ასე მგზნებარედ….ახლა კიდევ ერთხელ ვკითხულობ ვენედიქტ ეროფეევის წიგნს “მოსკოვი-პეტუშკი”.. (ვლადიმირ ვოინოვიჩის რომანის შემდეგ ასე სახალხოდ ჩახდილ რუსულ მენტალობაზე რაიმე ტექსტს თუ გადავეყრებოდი, არ მეგონა…) მამალი რუსი თავის ერზე ასე სარკასტულად წერს და შენ რამ შეგაყვარა “ღრუზინო”?!….ეროფეევის მიხედვით, ეს არის ერი, რომელსაც ყველაზე მძიმე დროება გათენებიდან მაღაზიების გაღებამდე უდგას, თუმცა ამ წიგნის გამოცემის ჟამიდან ბევრი რამ შეიცვალა, კერძოდ, სადღეღამისო მარკეტები მოქმედებს და დაღამება-გათენების პრობლემა აღარ დგას, ღიაა “კრუგლოსუტოჩნად” და თუ ისევ იმავე ეროფეევს დავესესხებით, რუსი დაუბრკოლებლივ შეიძენს არაყს და არა _წიგნს, რადგან არაყი უფრო იაფია…
ისე, ჯორჯა მელონს სულაც არ უთქვამს ის, რაც რუსეთის მოტრფიალეებმა ამოიკითხეს, დალაპარაკება ორგვარი არსებობს: ტკბილი და მწარე…ამხელა ქვეყნის პრემიერმა კი იცის, რომ დათვს თაფლი კი უყვარს, მაგრამ, არა თავისი , არამედ ფუტკრების მიერ დამზადებული…მიწებიც სხვისი უყვარს, თან ისე, რომ ვერ ძღება…
წერს პუბლიცისტი, თამაზ ხარაიშვილი, სოციალურ ქსელში.








