„ირანელო პატრიოტებო, განაგრძეთ პროტესტი — აიღეთ თქვენი ინსტიტუციები!!! შეინახეთ მკვლელებისა და მოძალადეების სახელები. ისინი დიდ საფასურს გადაიხდიან. მე გავაუქმე ყველა შეხვედრა ირანის ოფიციალურ პირებთან, სანამ მომიტინგეების უაზრო ხოცვა არ შეწყდება. დახმარება გზაშია. MIGA“, — წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.








