„ამას ებრძვიან სინამდვილეში ქოცები…ეს არ ესმის ქოცს და ამის ეშინია“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი

გუშინ, მარიამი სამსახურში მიდიოდა, ეზოდან დამირეკა, ეზოში ბევრი პოლიციელიაო.მე უკვე ვიცოდი რომ პროსფერითიში შევიდნენ და ვუთხარი ჩხრეკაზე შემოდიანთქო.რამდენიმე წუთში ისევ მირეკავს, ბაჯესთან შევიდნენ, 7 თვის ორსულია, სახლში პატარა ბავშვი ჰყავს იქ უნდა წავიდეო.

რა თქმა უნდა წავიდა ბაჯესთან.

ამას ებრძვიან სინამდვილეში ქოცები.

საკუთარ თავზე მნიშვნელოვანი ის ადამიანია რომ ხდება, რომელსაც დახმარება უფრო სჭირდება. ეს არ ესმის ქოცს და ამის ეშინია.

ბაჯესთან რომ ჩხრეკა დამთავრდა აქ მოვიდა, მარიამთან და ასე იქნება ამ ქვეყნის ამბავიც.

უსასრულოდ ვივლით იმ ადამიანებთან, ვისაც ეს დასჭირდება და მაინც გავიმარჯვებთ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share