ამ კანონის მიღება იყო მთლიანად მართული კრემლიდან და სავარაუდოდ კარგად დაფინანსებული – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი, გია ხუხაშვილი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის ჩავარდნას ეხმაურება და წერს, რომ ამ კანონის მიღება მართული და დაფინანსებული იყო კრემლიდან.

„რუსეთის “იმედგაცრუებიდან” გამომდინარე კარგად ჩანს, რომ ამ კანონის მიღება იყო მთლიანად მართული კრემლიდან და სავარაუდოდ, კარგად დაფინანსებული.

ვფიქრობ, კარგი იქნება საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა ამ თემაზე. შეიძლება ბევრი საინტერესო რამ გავიგოთ.

P.S. ბევრი კითხვებია და ამიტომ შეგახსენებთ – კომისიის შექმნა ოპოზიციასაც შეუძლია“, – წერს ხუხაშვილი.

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სადავო კანონპროექტი მეორე მოსმენით 10 მარტს ჩააგდო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share