„41-ი კრამიტი დაგიცურდათ… არა ვართ, ბიძიკო, ჩვენ ბრმები, მუნჯები და ყრუები“ – სოციალურ ქსელში წერს ადვოკატი მიხეილ რამიშვილი მმართველ პარტიაზე.
„41-ი კრამიტი დაგიცურდათ? ვინც თქვენს დაკრულზე არ ცეკვავს და თავის აზრს, სიტყვას აფიქსირებს, რის უფლებაც საქართველოს კონსტიტუცით და ევროპული კონვენციით მინიჭებულ აქვს, ვინც რუსებს ხალიჩას არ უფენს და რიგითმა მოქალაქეებმა, ახალგაზრდებმა 7-9 მარტის აქციაზე არა “რუსულ კანონს” პროტესტი გამოხატეს, რადიკალები ვართ? ძალიან სიღრმისეულად გაქვთ და შემდგომში ძალიან გაგიჭირდებათ გამოსვლა. საქართველო და მისი მოსახლეობა შ.პ.ს 41-ე & კომპანიას, თავის საკუთრება ხომ არ ჰგონია? მართალია დეზერტირების ბაზარი მოსკოვში გადაიტანეთ, ხოდა წადით წაიღეთ მწვანილი და გაყიდეთ, ოღონდ საქართველოს ვერ გაიტანთ გასაყიდათ, არა ვართ ბიძიკო ჩვენ ბრმები, მუნჯები და ყრუები.“ – წერს რამიშვილი