მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციამ შემცირება დაიწყო წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.91 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:
ბოსტნეული და ბაღჩეული (28.8 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (16.8 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (13.6 პროცენტი), თევზეული (10.9 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (10.4 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (10.1 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (8.7 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.7პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-2.4 პროცენტი);
,,ბიზნესპრესნიუსი” გთავაზობთ საკვები პროდუქტების ჩამონათვალს, რომლებზეც 2023 წლის მარტში ფასი ყველაზე მეტად შემცირდა:
- კომბოსტო – 58.4%-ით
- ქლიავი – 32.7%-ით
- ბადრიჯანი – 25.7%-ით
- ნიორი – 20.8%-ით
- წიწიბურა – 16.3%
- მზესუმზირის ზეთი – 14.9%-ით
- კივი – 11.5%-ით
- შაქარი -10.9%-ით
- ყურძენი – 5%-ით
- მსხალი – 3.1% – ით