2023 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.3 პროცენტი შეადგინა.
მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციამ შემცირება დაიწყო წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.91 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:
ბოსტნეული და ბაღჩეული (28.8 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (16.8 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (13.6 პროცენტი), თევზეული (10.9 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (10.4 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (10.1 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (8.7 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.7პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-2.4 პროცენტი);
,,ბიზნესპრესნიუსი” გთავაზობთ საკვები პროდუქტების ჩამონათვალს, რომლებზეც 2023 წლის მარტში ფასი ყველაზე მეტად გაიზარდა:
- ხახვი – 110.7%-ით
- სიმინდის ფქვილი 67.9%-ით
- მწვანე ლობიო – 58.1%-ით
- კარტოფილი 49%-ით
- საზამთრო 39.9%-ით
- ნამცხვარი 36%-ით
- ტომატ-პასტა – 32%-ით
- ვაფლი კრემით – 31%-ით
- მდოგვი – 27.6%-ით
- მწვანილი – 27.3%-ით
შეგახსენებთ, ქვეყანაში წლიური ინფლაციის დონე 305 სამომხმარებლო პროდუქტის ფასებით იზომება. ამ პროდუქტებს შორისაა სურსათი, სხვადასხვა სერვისი, გართობის, დასვენების და სხვა აქტივობების ფასები.