თუ ვერ ჭამს, გადასხმა გაიკეთოს, მარტივი ამბავია, ბევრჯერ დავსვით ეს საკითხი და არცერთხელ გამოხმაურება არ ყოფილა ამ კონკრეტულ მესიჯზე… სინამდვილეში, მშვენივრად ჭამს და, უბრალოდ, ეს არის სპეცოპერაცია სააკაშვილის გასათავისუფლებლად. ჩემი აზრით, გარკვეულ რისკებზე მიდის. ყველაზე გამაოგნებელი ის არის, რომ ამაში ჩართულები არიან მისი ოჯახის წევრები, რიგ შემთხვევაში უახლოესი გარემოცვიდან, ვისაც მასთან საკვები უნდა შეჰქონდეს.
– განაცხადა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე.