დეკანოზი-შენ ნუ ჩაერევი, გეძინოს, ემანდ პოლიტიკურობა არ დაგწამონ!

დეკანოზი თამაზ ლომიძე:

“ბევრი საქართველოს მოქალაქე სუფთად პატრიოტულ საკითხებზეც კი დუმს იმ მოტივით, რომ პოლიტიკაში არ უნდა ჩარევა, არ აინტერესებს პოლიტიკა. გესმით? საკუთარი ქვეყნის აწმყო და მომავალი არ აინტერესებს, საკუთარი მდგომარეობა არ აინტერესებს, იმიტომ, რომ აპოლიტიკურია.

ამასობაში სხვა და სულ უცხო ხალხი ერევა შენი ქვეყნის საქმეებში, გართმევს ქვეყანას და შემდეგ მომავალსაც ის გადაგიწყვეტს.

შენ ნუ ჩაერევი, გეძინოს, ემანდ პოლიტიკურობა არ დაგწამონ! ნეტავ, ვინ შთაგაგონათ, რომ პატრიოტობა და საკუთარი ქვეყნის სიყვარული პოლიტიკაში ჩარევაა ან სათაკილოა? ვინ დაგაჯერათ ეს სიცრუე?”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share